შსს-ს წარმომადგენლები თელავში ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდნენ
საზოგადოება - 10:07, 10 Apr, 2014     2838

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, მისი მოადგილეები და თელავის რაიონული სამმართველოს უფროსი, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თელავის მე-7 საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს შეხვდნენ.

შსს-ს წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებული ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ საფრთხეებზე, რასაც ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარება იწვევს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. შსს-ს წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის შესახებ მოზარდების აზრი მოისმინეს. მათ მოსწავლეებს კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო საგანმანათლებლო ვიდეორგოლები აჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდიან, თუ რა მძიმე შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარება.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლის მეშვეობით მოზარდებმა იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყვეს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს, ხოლო აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე მიიღეს ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია, რომლის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, 24 მარტს დაიწყო. კამპანია ე.წ. ბიონარკოტიკების გამოყენების პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.


ნინა გოლოშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42