სოხუმში +18 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ღრუბლიანობა იქნება ბათუმში სადაც ასევე 18 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, ფოთშიც +18, ქუთაისში +23, ხოლო ზუგდიდში მზიან ამინდთან ერთად 22 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
ოზურგეთში დღეს ტემპერატურა 19 გრადუსამდე გათბება, მესტიაში 13 გრადუს სითბოს ვარაუდობენ, +17 გრადუსამდე გათბება ჰაერი ამბროლაურსა და ონში, ახალციხეში კი მოსალოდნელია წვიმა ელჭექით + 18 გრადუსთან ერთად.
სინოპტიკოსები დღეს ბორჯომში ძლიერ წვიმას ვარაუდობენ, ბაკურიანში 10 გრადუსი სითბო უმეტესად წვიმიან დღესათან ერთად, ბოლსნისაა და გორში 19 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი, წვიმა იქნება ცხინვალშიც, გუდაურში უმეტესად წვიმს და +6 გრადუსი ფიქსირდება, თელავსა და სიღნაღში კი 19 გრადუს სითბოს ვარაუდობენ.
რაც შეეხება დედაქალაქს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ნალექი წვიმის სახით არ არის მოსალოდნელი, ღრუბლიანი დღის მიუხედავად დღე თბილი იქნება.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






