27 წლიანი რომანის შემდეგ დიზაინერმა ტომ ფორდმა და ჟურნალისტმა რიჩარდ ბაკლმა ქორწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიხადეს. ტომ ფორდის და რიჩარდ ბაკლის საიდუმლო ქორწილის შესახებ ჟურნალისტებმა თვით დიზაინერისგან გაიგეს, მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არის ოჯახის კაცი. „ეხლა ჩვენ ვართ დაქორწინებულები და ეს ძალიან მაგარია“- განაცხადა Us Weekly-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში. ინგლისში ნებადართულია ერთსქესიანთა ქორწინება, მაგრამ ჩვენ დავქორწინდით ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მათ ერთმანეთი მოდის ჩვენებაზე 1986 წელს გაიცნეს. ფორდმა არაერთხელ აღიარა, რომ ეს იყო ერთი დანახვით სიყვარული.
52 წლის ტომი და 65 წლის რიჩარდი, რომელიც არის ჟურნალისტი და ვოგის ყოფილი რედაქტორი, უკვე 27 წელია ერთად არიან და მათი კავშირი მოდის სფეროში ითვლება ყველაზე ძლიერად. 2012 წლის ოქტომბერში სუროგატმა დედამ მათ გაუჩინა ბიჭი, რომელსაც დაარქვეს ალექსანდრ ჯონ ბაკლი ფორდი.
მასალის გამოყენების პირობები