დღეს, მოძრაობა ,,ზუგდიდი დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის" ეგიდით ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალთან უნდა გამართულიყო. ღონისძიებაში 150 მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით ღონისძიების ადგილი სამი კვირით წინ შეთანხმდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და სამხარეო პოლიციასთან. მიუხედავად ამისა მთელი დღის განმავლობაში ხელი ეშლებოდა ღონისძიების ჩატარებას. ღონისძიების დაწებამდე ერთ საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჯერ მანამდე მიცემული აპარატურა წაართვა ახალგაზრდებს, შემდეგ კი ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ფრთამ გაშალა სცენა და დაიწყო გაუგებარი ღონისძიება.
მოძრაობა ,,ზუგდიდი დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისათვის" ლიდერის ანი წითლიძეს განცხადებით, მიუხედავად ამისა „ჩვენ პატივი ვეცით 9 აპრილის მნიშვნელობას, არ შევედით კონფრონტაციაში. პირიქით მივედით მათ „სასწრაფო წესით“ დაგეგმილ ღონისძიებაზე და დავესწარით რისი გამბედაობაც მათ არ ეყოთ. 9 აპრილი ყველასია და მწყინს რომ ამ დღეს მაინც ვერ შეძლებს ამ ახალგაზრდებმა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგომა. მათ დაავალეს და იდგნენ ცარიელ სცენსათან, ეხლაც მანდ დგანან ზიან მანქანებში, სცენას არ შლიან, შორიდან დარაჯობენ. ეს არ ყოფილია პოლიტიკური ღონისძიება, ეს იყო ახალგაზრდების ტკივილის გამოხატვა 9 აპრილისადმი. რატომ ჩავარდნენ ასეთ აგონიაში არ ვიცი, მითუმეტეს გუშინ დავარიგეთ ყველასთან მოსაწვევები“.
მიუხედავად დაბრკოლებებისა პერფომანსი პანტომიმა მაინც ჩატარდა. ახალგაზრდებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს.
მასალის გამოყენების პირობები






