თამარ სანიკიძესა და პედაგოგებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
საზოგადოება - 17:36, 08 Apr, 2014     2031
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესა და #53-ე სკოლის პედაგოგებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ პედაგოგებმა განაცხადეს, მათი გამოიტანეს დასკვნა, რომ მინისტრი შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი. მათი თქმით, თამარ სანიკიძისგან მიიღეს დაპირება, რომ მინისტრი შექმნილ სიტუაციაში გაერკვევა.

"შევხვდით თამარ სანიკიძეს. შეხვედრა იყო დაძაბული. ჩვენ ასეთი დასკვნა გამოვიტანეთ, რომ მინისტრი შეჰყავთ შეცდომაში, რადგან გენინსპექციის დასკვნაში არის შეცდომები. მინისტრმა გვითხრა, რომ გაერკვეოდა სიტუაციაში. თუმცა ამ წუთას ის დირექტორის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას არ ცვლის. ჩვენ მინისტრს მოთხოვნები წავუყენეთ და ვუთხარით, რომ თუ არ მოხერხდებოდა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, აუცილებლად მივმართავთ პრემიერ-მინისტრს და მოვითხოვთ განათლებისა სამინისტროს მუშაობის შესწავლას. ასევე აუცილებლად მოვითხოვთ სახელმწიფო აუდიტის შესვლას განათლების სამინისტროში. ჩვენ აგრეთვე მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქეს“, - განაცხადეს პედაგოგებმა შეხვედრის შემდეგ.

როგორც პედაგოგებმა აღნიშნეს, ისინი არ აპირებენ სკოლაში შეუშვან ახლად დანიშნული დირექტორი და მათ თქმით, ამის იურიდიული უფლება აქვთ.

"გვაქვს უფლება, არ მივიღოთ ახალი დირექტორი. ჩვენ მივწერეთ განათლებისა სამინისტროს და მოვითხოვეთ მედიატორი. ჩვენთან სკოლაში მედიატორი არ გამოცხადებულა. სახელმწიფომ უკვე იცის, რომ #53-ე სკოლა გაფიცულია და სკოლა იყენებს კონსტიტუციურ უფლებას. სწორედ ამის საფუძველზე შეგვიძლია სკოლაში არ შევუშვათ მოვალეობის ახალი შემსრულებელი", - განაცხადეს პედაგოგებმა.

მათივე თქმით, სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე სკოლაში არ აღდგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42