ინტერნეტსივრცეში დიდი ხმაური გამოიწვია ბროშურამ, რომელიც მოზარდი ინტელექტუალებისთვის გამოსცეს. როგორც ირკვევა „კითხვარები მოაზროვნეთათვის" - 2013 წელს თემურ აბაშიძემ შეადგინა და საჯარო სკოლებში იყიდება. ბროშურა, რომელიც დამხმარე ლიტერატურაში შედის, 2,5 ლარი ღირს და მე-5 - მე-8 კლასელებისთვის არის განკუთვნილი. გამომცემლობები, კითხვარებს მოაზროვნეთათვის“ პედაგოგთა რეკომენდაციით, სკოლებში გასაყიდად აგზავნიან. ბროშურის ერთერთ გვერდზე, 34-ე ვარიანტის მეორე შეკითხვა ასეა ფორმულირებული: "რომელი პოლიტიკოსის მეუღლესთან არის დაკავშირებული სანდრო გირგვლიანის მკვლელობა?", პასუხებს შორის კი ჩამოთვლილია: დავით ბაქრაძის; ბაჩანა ახალაიას; ვანო მერაბიშვილის; გივი თარგამაძის.

ბროშურას პედაგოგები მოსწავლეთა დონის ამაღლების მიზნით იყენებენ და მისი გამოყენება ნებადართულია საჯარო სკოლებში განათლების სამინისტროს მიერ.
სწორედ ამ საკითხს მოჰყვა საზოგადოების აღშფოთება. ამ ფაქტს მწერალი და პუბლიცისტი ლელა კოდალაშვილიც გამოეხმაურა : „ამ ბროშურის შემდგენელი, ვინმე თემურ აბაშიძე, უბადრუკი არარაობაა. ხოლო ჩვენი განათლების სამინისტრო კი, არც მეტი, არც ნაკლები, იაფფასიანი პოლიტიკური მეძავია, რომელიც ვიღაცების გულის მოსაფხანად ამ სიბინძურეს ჩვენს ბავშვებზე ჰყიდის... რით უნდა განსაზღვრონ ბავშვის ინტელექტი, იცის თუ არა ვისი ცოლის შეკვეთით არის მოკლული გვირგვლიანი?! ამგვარი მარაზმი საბჭოთა დროსაც არ ხდებოდა!“

მასალის გამოყენების პირობები






