მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:19, 08 Apr, 2014     3057

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ახალი საწარმოების გახსნა გრძელდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ რამინ ისმაილოვმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამიაგეურარხში გახსნილი ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს და ბოსტნეულის წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სისტემურ და მიზანმიმართულ პროექტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტია“, რომელიც უკვე წელიწადია რაც წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ეს პროექტი, სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ არის მიმართული. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შეიქმნას თანამედროვე ტიპის სასათბურე მეურნეობები, რომელიც ხელს შეუწყობს იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ჩანაცვლებას“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ დახმარებით, ინდ.მეწარმე აბას მუსაევმა 240,000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო და ახალი სასათბურე მეურნეობა მოაწყო. აღებული კრედიტის 13 %-იანი საპროცენტო განაკვეთიდან 12% - ს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ დააფინანსებს. შესაბასამისად, მეწარმე მხოლოდ წლიურ 1% - ს გადაიხდის.

ახალი სასათბურე მეურნეობა1.7 ჰა მიწის ფართობზეა აშენებული. მისი წარმადობა წელიწადში 300-400 ტონა ბოსტნეულს შეადგენს. სათბურში დასაქმებულია 50 ადგილობრივი მცხოვრები.

„შეღავათიანი აგოროკრედიტის პროექტი“ 2013 წლის 27 მარტს დაიწყო და უკვე ერთი წელია წარმატებით მიმდინარეობს.პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში 2,200 მოსარგებლეზე გაცემულია 50,000,000 ლარამდე შეღავათიანი აგროკრედიტი. საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში 14,100 მსესხებელზე გაცემული ჯამური თანხა318,000,000 ლარს შეადგენს. პროექტის ხელშეწყობით უკვე დაფინანსდა 70 - მდე ახალი საწარმო, ხოლო 400 - ზე მეტი საწარმოს გაფართოება/გადაიარაღება განხორციელდა.

ქვემო ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებიც აქტიურ ფაზაშია შესული და წარმატებით მიმდინარეობს.პროექტის ფარგლებში რეგიონში 7,397 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწა მოიხვნება. სახელმწიფოს დახმარებას 90,000 - ზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი მიიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42