მოსწავლეები აცხადებენ, რომ ისინი სკოლის ახლად დანიშნულ დირექტორს ეკა გახარიას სკოლაში არ შეუშვებენ.
მოსწავლეები სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ. სკოლის მოსწავლეებმა დღეს სკოლაში არც ის მასწავლებლები არ შეუშვეს, რომლებიც რამინაშვილის მოწინააღმდეგეები არიან.
მოსწავლეებმა სკოლასთან განათლების სამინისტროდან გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქცია გამართეს.
მოსწავლეებმა რამდენიმე მასწავლებელს სკოლის შენობის დატოვებისკენაც მოუწოდეს. ისინი აცხადებენ, რომ სკოლის შენობაში ამჟამად კახა გაბუჩია და ქეთი ჩოქური იმყოფებიან, რომლებიც ყოფილი დირექტორის, მოწინააღმდეგეები არიან.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მასწავლებლები სკოლაში მაშინ მივიდნენ, როდესაც მოსწავლეები და მასწავლებლები განათლების სამინისტროსთან აქციას მართავდნენ.
მოსწავლეებს, სკოლის ეზოში "სირცხვილის კორიდორი" აქვთ მოწყობილი.
სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მარიამ რამინაშვილის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას და მინისტრის ბრძანების გაუქმებას მოითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






