პატრისია კაასი თბილისს 30 მაისს ეწვევა
კულტურა - 14:14, 08 Apr, 2014     4379

„პატრიციამ თავის ფეისბუქზე „დააშეარა“ რომ საქართველოში მოდის და ეს ძალიან ახარებს“ - ამბობს კახი კანდელაკი. ცნობილი ფრანგი მომღერალი პატრისია კაასი საქართველოში პირველად 30 მაისს, ექვსკაციანი შემადგენლობით ჩამოდის. 31 მაისს, 21:00 საათზე კი თბილისის საკონცერტო დარბაზში, ქართველი მსმენელის წინაშე ექსკლუზიური პროგრამით წარსდგება. ”კაასი ასრულებს პიაფს” . მომღერალი ედიტ პიაფის რეპერტუარიდან 21 სიმღერას შეასრულებს.

„ეს პროექტი უდიდესი პასუხისმგებლობა და რისკი იყო, ეს არის პიაფის უნიკალური რეპერტუარის ახლებური შესრულება. მე ვეცადე მუსიკოსის სიმღერებით საკუთარი ისტორია, საკუთარი განცდები მომეყოლა მსმენელისთვის. ეს უკვე ჩემი ისტორიაა, რომელსაც პიაფის სიმღერებით გიყვებით - ამბობს მომღერალი ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაში.

პატრიცია კაასის ჩამოყვანის ორგანიზატორი თბილისის საკონცერტო დარბაზია. „ნიუპოსტი“ , პროექტის ორგანიზატორს კახი კანდელაკს ესაუბრა და დეტალებშიც უკეთ გაერკვა.

კახი კანდელაკი: „პატრიციამ აქ ჩამოსვლის სურვილი თავად გამოთქვა. ტურში ჩაჯდა ბაქო და თბილისი. მოლაპარაკება მენეჯერებთან თვენახევრის წინ შედგა. განსაკუთრებული მოთხოვნა სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით პატრიციას არ ჰქონია. საერთოდ ძირითადად აქცენტი აპარატურაზე აქვთ ხოლმე, ჩვენ ისეთი გახმოვანების სისტემა გვაქვს, რომ ძალიან კმაყოფილები არიან, სიხარულით მოდიან. ბაქოში ამ მხრივ ცოტა გაუჭირდებათ.

პატრიციამ თავის ფეისბუქზე დააშეარა რომ საქართველოში მოდის და ეს ძალიან ახარებს. ჩვენი პოსტერი გადაგვაგზავნინეს ქართული წარწერით, ესეც გამოაქვეყნა. ერთი სიტყვით ძალიან უხარია ჩამოსვლა. ვიცი რომ ჩვენი მსმენელიც კმაყოფილი დარჩება რადგან საინტერესო პროექტით და კარგი მუსიკოსებით ჩამოდის, სპექტაკლივით დგამს, არა მარტო პიაფის სიმღერებს მღერის არამედ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს თამაშობს. ვისაც ფრანგული ესტრადა და პარიზი უყვარს ძალიან ისიამოვნებს.

-იქნებ ბილეთების ფასიც გვითხრათ?

- ბილეთების გაყიდვები ონლაინ დავიწყეთ, ჯერ სალაროში არ შესულა და პირველივე დღესვე 50 ლარიანი ბილეთები დაიტაცეს. ამჟამად 90, 150 და 190 ლარიანი ბილეთები არის დარჩენილი. ბილეთების შეძენას ქართველი მსმენელი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სალაროებში 14 აპრილიდან შეძლებს.

-190 ლარი ძვირი ხომ არ არის საქართველოსთვის?

-რატომ არის ძვირი? 100 დოლარიანი ბილეთი როგორ არ უნდა იყიდო პატრიცია კაასზე? მაშინ დაბალი დონის მუსიკოსები უნდა ჩამოიყვანო.

-რომელ სასტუმროში დაბინავდება და რესტორანი თუ გაქვთ შერჩეული სადაც უნდა წაიყვანოთ, ალბათ ქართულ კერძებსაც დააგემოვნებინებთ?

- შერატონში დაბინავდება. რესტორანი ჯერ არ ვიცი. ზოგიერთი მიგვყავს, ზოგი არა, რადგან დაღლილია, ვნახოთ პატრიციას შემთხვევაში, როგორ იქნება. თუ სურვილს გამოთქვამს თბილის დავათვალიერებინებთ, მცხეთას ვაჩვენებთ. გააჩნია როგორ ხასიათზე იქნება. ჩვენ ერთადერთი რამ გვაქვს გეგმაში. კარგი რეპეტიცია ჩავუტაროთ და ხარისხიანი და მაგარი კონცერტი გამოვიდეს... ეს ყველაზე მთავარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42