პროექტი, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო საქართველოში განხილვის საგნად დაწყებისთნავე იქცა, მეხუთე საკონკურსო ტურში ნამდვილ შოუდ გადაიქცა და მაყურებელს შესანიშნავი სანახაობა აჩვენა. გოგოლასა და ნოდიკოს გამოსვლას მკაცრ შემფასებლად მონათლული თეონა კონტრიძეც კი წამოუდგა ფეხზე. თუმცა, მაყურებლის გადაწყვეტილებით აუტსაიდერებად ის წყვილები დასახელდა რომლებიც ჟიურის წევრებმა უმაღლესი ქულებით შეაფასეს და რომლებიც მართლაც შესანიშნავები იყვნენ.
,,ნიუპოსტი" გოგოლა კალანდაძეს ესაუბრა:
გოგოლა კალანდაძე: „ეს აუტსაიდერობა კოშმარია. ვნერვიულობ ხოლმე. ერთხელ უკვე ვიყავი, ამიტომ მეორედ გამიადვილდა იქ დგომა, მაგრამ მართალი გითხრათ არ ველოდი. რას იზამ ამ პროექტს ამგვარი ფორმატი აქვს. ეტყობა ყველაზე ნაკლებად ჩვენ გვიმესიჯებდა ხალხი.
მაყურებლის გადაწყვეტილებამ ბევრი იმდენად გააოცა, რომ „ნამდვილი დამნაშავის“ ძებნა დაიწყეს... სოციალურ ქსელში გაჩნდა კითხვაც, - „იქნებ პროდიუსერის მიერ მარკეტინგულად გათვლილი სვლა იყო“?!.. ეს ბევრად უკეთესი ვარიანტია, ვიდრე იმის მიღება რომ მაყურებელს გემოვნება მართლა დაუქვეითდა... ინტერნეტ სივრცეში სხვა კომენტარებსაც უხვად ნახავთ. „სირცხვილი და მარაზმია დღევანდელი დღე, დაყრუვდა და დაბრმავდა მაყურებელი“?! „გემოვნება დაგიქვეითდათ ხალხნო“?!... „ორი ვარსკვლავის“ გულშემატკივართან ერთად ამ ფაქტმა ჟიურიც კი აღაშფოთა. თუმცა საბოლოო ვერდიქტიც მათ გამოიტანეს და პროექტში ყველა მონაწილე დატოვეს. აუტსაიდერებს ჟიურიმ ხარების დღესასწაული ამ სახით მიულოცა.
გოგოლა კალანდაძე: ჟიურის გადაწყვეტილება გავიგე თუ არა ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმიტომ რომ ამ ნომერში დიდი შრომა ჩავდეთ და მართლა შოუ დავდგით, ამიტომ ერთადერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ, დაგვიმესიჯეთ“.
მასალის გამოყენების პირობები