ამის შესახებ მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის სამი თვის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გოგალაძის განცხადებით, ტყის მოვლის ღონისძიებები საქართველოში ათეულობით წლების განმავლობაში არ ჩატარებულა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ჯერ კიდევ შარშან, უწყებამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტყის მოვლის ღონისძიებების გატარება დაიწყო. რაც შეეხება თბილისის შემოგარენს, წელს მაისის თვეში შეწამვლა იგეგმება, რადგან მინისტრის თქმით, დაავადება მზომელა საკმაოდ დიდ რისკს უქმნის თბილისის გარშემო არსებულ ტყეებს.
ხათუნა გოგალაძის თქმით, მაისში ავიაციის საშუალებით ბიოლოგიური პრეპარატებით შესაწამლი ღონისძიებების გატარება მოხდება, რის შესახებაც მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.
ხათუნა გოგალაძემ ყურადღება გაამახვილა, რომ პრეპარატი, რომელსაც სამინისტრო გამოიყენებს, ბიოლოგიურია და საშიშროებას არ წარმოადგენს.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






