ამ წუთებში განათლების სამინისტროსთან 53-ე სკოლის მასწავლებლების და მოსწავლეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი სკოლის გათავისუფლებული დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ. აქციაზე შეკრებილები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც სამინისტროში აცხადებენ დირექტორის მარიამ რამინაშვილის გათავისუფლება ფინანსურ დარღვევებს უკავშირდება.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი, გუშინ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც გააკეთა. სანიკიძე, 53-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს გენისპექციის დასკვნის გულდასმით წაკითხვას ურჩევს და აცხადებს, რომ აღნიშნულში სწორედ სკოლის დირექტორის მარიამ რამინაშვილის ბრალეულობა იკვეთება.
თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში მასწავლებელების და მოსწავლეების პროტესტის გამო მეორე დღეა სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






