მინისტრი არ ეთანხმება დღეს გაჟღერებულ მოსაზრებას, რომ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდება.
„დირექტორების 80% თუ არა მეტი, არიან ისევ ის მოქმედი დირექტორები, რომელიც იყვნენ 2011-12 წლებში, ამიტომ თავიდანვე უნდა იყოს გამორიცხული რაიმე პოლიტიკური მიზეზი, რას შეეხება იმას, რომ მასწავლებლები რაღაცას არ ეთანხმებიან დასკვნაში, დასკვნის გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში“,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, თბილისის 53-ე საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები ხვალ, განათლების სამინისტროსთან აქციას გამართავენ და თამარ სანიკიძესთან შეხვედრას მოითხოვენ.
როგორც დღეს გაირკვა პედაგოგების და მშობლების პროტესტის მიზეზი სკოლის დირექტორის მარიამ რამინაშვილის თანამდებობიდან გადაყენება გახდა და სასწავლო პროცესის ჩაშლაც სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია.
როგორც ირკვევა დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნების მომხრეა პედაგოგთა დიდი უმრავლესობა.
შეგახსენებთ, რომ 53-ე საჯარო სკოლის პედაგოგები დღეს გაიფიცნენ. როგორც სკოლის პედაგოგებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მარიამ რამინაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გენისპექციის დასკვნა გახდა. გენინსპექცია კი სკოლაში 5 მარტს შევიდა.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






