სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, ბათუმში, ე.წ. მუყაოს დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პირადად მოუსმინა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, უჩა ნანუაშვილის თქმით, "მუყაოს ქალაქის" მოსახლეობის პრობლემები კომპლექსურია და აუცილებელია აღნიშნული საქმით არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ხელისუფლებაც დაინტერესდეს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საგანგაშოა დასახლებაში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის მდგომარეობა, ვინაიდან საცხოვრებელი პირობები და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების არარსებობა, მათ სრულფასოვან განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ე.წ. მუყაოს დასახლების მცხოვრებლების ბინებით უზრუნველყოფის საკითხს სახალხო დამცველი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას დააყენებს.
"მუყაოს დასახლება" ხელვაჩაურში, ბათუმთან ახლოს, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა.
უჩა ნანუაშვილმა რეგიონებში მოქალაქეებთან შეხვედრები დღეიდან.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






