„ახალი ტალღის“ ქართველი კონკურსანტის ვინაობა 17 აპრილს გაირკვევა. მანამდე კი იურმალაში გასამგზავრებლად ორი მომღერალი ემზადება. ჟიურიმ 18 მონაწილედან ნუცა ბუზალაძე და ნინი ცნობილაძე შეარჩია. ქალაქში ამბობენ ნუცა ბერას მეგობარია და ამიტომ მისი გასვლის შანსი უფრო დიდიაო. თუმცა ამას მომღერალი უარყოფს, - ბერა, არანაირად არ არის ჩარეული ამ ყველაფერში, სისულელეაო. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ ვალერი მელაძე, ალექსანდრ რუმიანცევი, ნასტია ხმელნიკოვა, ქართველი მომღერალი სოფო ხალვაში და „ახალი ტალღის“ შარშანდელი მონაწილე სალომე ქათამაძე. სწორედ სალომეს რჩევით შეავსო ნუცამ განაცხადი და მოხვდა „ახალი ტალღის“ ქასტინგზე. ქართველ მაყურებელს ის პროექტიდან „ერთი-ერთში“ ახსოვს.
ის ბერას სტუდია ლეიბლის კურსდამთავრეხოლო ნინი ცნობილაძე ჯერ „ახალ ხმაში“ მონაწილეობდა, შემდეგ კი „ახალი ტალღის“ შესარჩევ ტურზე სალომესთან ერთად აირჩიეს, თუმცა საბოლოოდ როგორც „ახალ ხმაში“, ამ პროექტშიც გამარჯვება სალომე ქათამაძეს ხვდა წილად. თუ რა მოხდება ამჯერად ამა საბოლოოდ მოსკოვი გაარკვევს.
ნინი ცნობილაძე: „არაფერი სანერვიულო არ არის, თუ საბოლოდ ამირჩევენ ხომ კარგი, თუ არა და არც ეგ არის პრობლემა. მე ვცადე, ხელმეორედ გამოვედი და ამათაც ისევ მოვეწოე, ვნახოთ“...
ნუცა ბუზალაძე: „ნინი ცნობილაძე ძალიან მაგარი გოგოა, აიტომ ჟიურის რთულად ასარჩევად ექნება საქმე. მაგარი იქნება ორივე რომ აგვირჩიონ, მაგრამ ასე არ მოხდება. არაფერზე ვნერვიულობ, რომც არ გავიდე არაფერია საწყენი, მე ყველაფერი წინ მაქვს.“
მასალის გამოყენების პირობები