აქციის მონაწილე მძღოლებსა და გუბერნატორს შორის დიალოგი არ შედგა
საზოგადოება - 18:07, 05 Apr, 2014     1894
პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის წინ მიმდინარე მძღოლების აქციაზე ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი მივიდა. ადგილზე შეკრებილებს გუბერნატორმა მოლაპარაკებები შესთავაზა, თუმცა ისინი დიალოგზე უარს აცხადებენ და ჩატარებული ტენდერი გაუქმებას მოითხოვენ.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა მათ ტენდერის გაუქმების პირობა ვერ მისცა, თუმცა პირობა მისცა, რომ მათ უმუშევრად დარჩენა არ ემუქრებათ.
მძღოლები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ, მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანია "ინტერტრანსს" კახა კალაძეს სახელს უკავშირებენ.
აქციაზე მყოფი ერთ-ერთი მძღოლის თქმით, კალაძემ აღნიშნული კომპანია ტენდერისთვის ჩამოაყალიბა და ფეხბურთელებით დააკომპლექტა.
„ეს იყო კრიმინალური ტენდერი, რომელსაც კახი კალაძე ხელმძღვანელობდა. მან შექმნა ფეხბურთელებისგან ფირმა. ამ ფირმას მიაღებინა კონსურსში მონაწილეობა და ყალბი მილიონ 650 000 ლარის საბანკო გარანტია გასცა. ამ ყველაფერში ხელი რუსთავის მერმაც შეუწყო“, - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.
მძღოლები რუსთავი-თბილისის ხაზზე ყვითელი ავტობუსების შესვლას აპროტესტებენ. მათი თქმით, ამ შემთხვევაში ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან.
მძღოლების პროტესტს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც გამოეხმაურა. კალაძე რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა საპროტესტო გამოსვლებს „დადგმულ შოუს“ უწოდებს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები მართული პროცესია და ის ამაში მონაწილეობას არ მიიღებს.
"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც აქცია ამ წუთებშიც გრძელდება, ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42