ნანუკა ჟორჟოლიანი - ბატონო ვალერი, პროსტიტუციის მფარველიაო და მართალია?
საზოგადოება - 10:45, 05 Apr, 2014     5771
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ვალერი გელაშვილის მიერ გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში მას რამდენიმე კითხვით მიმართა:

"მიმართვა ვალერი გელაშვილს! ბატონო ვალერ, პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ გულწრფელად ვწუხვარ თქვენი ცემის ფაქტის გამო. შემიძლია შვილები დავიფიცო, რომ ადამიანურად ვწუხვარ! მაგრამ არსებობს რამდენიმე მაგრამ... ამბობთ, რომ ვიღაცამ, ვიღაცას უთხრა რომ თქვენ ცემას ელიავაზე მყოფი ერეკლე კოდუა უყურებდა, ავალებდა ვიღაცეებს და ამიტომ უნდა დაიჭირონ. ბატონო ვალერი, ეს იგივეა მე ვთქვა რომ თქვენზე მითხრეს რომ წლები თანამშრომლობდით რუსული უშიშროების სამსახურთან, რაც ლიტვაში ცნობილია... რის გამოც იქ ვიზიტით მყოფ პრემიერ მინისტრს თქვენი სახელი და გვარი სიიდან ამოაღებინეს, მითხრეს რომ ბავშვებს გადაუწვით ბაღი საკუთარი ბიზნესისთვის, მითხრეს რომ დაჭერილი იყავით ბელორუსიაში ოქროს კბილებისა და ჩეკების გაყიდვისთვის. მჯდარხართ კიდეც რამდენიმე დღე. და კიდევ ერთ ამბავს მეუბნებიან თქვენი დედის მომვლელთან დაკავშირებით..... დავიჯერო? ველოდები პასუხს!!!!
ბატონო ვალერ, კიდევ მითხრეს, რომ იარაღით დაუნდობლად ცემეთ გიორგი ქართველიშვილი, იქნებ მიპასუხოთ ეს მართალია?

ბატონო ვალერ, აგერ რამდენიმე წუთის წინ საერთოდ უცნობმა ადამიანმა მითხრა
პროსტიტუციის მფარველიაო და ვიდეოც ჩამიგდო! ნახეთ ვიდეო დამიპასუხეთ! მართალია?" - წერს "ფეისბუქზე" ნანუკა ჟორჟოლიანი.

გადაცემა "რეაქციის" ეთერში გელაშვილმა კრიმინალური პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს და ჟორჟოლიანის მეუღლეს, ერეკლე კოდუას ბრალის წარდგენა უწინასწარმეტყველა და განაცხადა, რომ ერეკლე კოდუა მისი ცემის ფაქტს პირადად აკონტროლებდა.

„ჩემი ინფორმაციით, ერეკლე კოდუა 200 მეტროში იჯდა და ელიავას ბაზრობიდან აკონტროლებდა სპეცოპერაციას. მისთვის მოხდება ბრალის წაყენება. სავარაუდოდ კოდუა მერაბიშვილს და სააკაშვილსაც დაუმძიმდებათ ბრალი. ერთი ვიცი, კოდუა თავის თავზე ყველაფერს არ აიღებს და ხელს დაადებს მერაბიშვილს. ჩემი ვარაუდით შემკვეთი სააკაშვილი იყო“, - განაცხადა გელაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42