გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ეწვევა
საზოგადოება - 18:32, 04 Apr, 2014     2697

ამა წლის 5-7 აპრილს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბატონი ტალებ რიფაი. გენერალური მდივნის ვიზიტი ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.

ვიზიტის ფარგლებში ტალებ რიფაი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, აგრეთვე ოფიციალურად გახსნის დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტისადმი მიძღვნილ შემაჯამებელ კონფერენციას. აღნიშნული პროექტი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდითა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით განხორცილდა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაციაში გენერალურ მდივანთან ერთად წარმოდგენილი იქნება ევროპის რეგიონული პროგრამის კოორდინატორი ბატონი ბექა ჯაყელი.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოს დაეხმარება ტურიზმის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42