საქართველოში მყარი ნარჩენების გადამუშავების შვედური კომპანია შემოდის
საზოგადოება - 16:33, 04 Apr, 2014     3820

საქართველოს შვედური კომპანია „Presona-AB“-ს სათავო ოფისის პრეზიდენტი მიკოლაშ ჰეინცი ეწვია.


კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, „Presona-AB“ მყარი ნარჩენების გადამუშავების და კონსერვაციის სფეროში მსოფლიო ლიდერია. კომპანია „Presona-AB“-ს სურს, საქართველოში წამოიწყოს და დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები მყარი ნარჩენების მართვაში, რაც ქვეყნის ეკოლოგიისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.


შვედური კომპანიის ხელმძღვანელმა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან გიორგი შუხოშვილთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.


„Presona-AB“-ს წარმომადგენლები დღესვე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველ დირექტორს და გერმანიის მთავრობის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ „Presona-AB“-ს წარმომადგენლები საქართველოს უკვე მეორედ ესტუმრნენ.


2 თვის წინ ისინი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას შეხვდნენ.


შეხვედრების დროს კონსულტაციები ქუთაისის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობასა და ტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებით გაიმართა. კომპანია „Presona-AB“ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პროფესიონალი მომხმარებლებისთვის საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენებისა და მეორადი ნედლეულის დაწნეხვის კომპლექსური აღჭურვილობის მიმწოდებელია.


კომპანიის წნეხვის დანადგარების ტექნიკური აღჭურვილობა საკუთარი უნიკალური ტექნოლოგიითაა შემუშავებული. მისი სრულიად ავტომატიზებული საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენების წნეხავის დანადგარი 1971 წელს გაიყიდა, მას შემდეგ ეს დანადგარები მსოფლიოს 65 ქვეყანაში დამონტაჟდა.


კომპანია „Presona-AB“-ს დანადგარები წარმატებით გამოიყენება წელიწადში 50 000 – დან 300 000 ტონამდე სხვადასხვაგვარი მეორადი ნედლეულის: ქაღალდის, მუყაოს, ჩალის, სხვადასხვაგვარი პოლიმერული პროდუქტის, ქსოვილის, სხვადასხვა ტიპის მყარი საწვავისა და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებასა და დაწნეხვაში.


პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ინოვაციური ტექნოლოგია კომპანია „Presona-AB“-მ 1999 წელს რუსეთის ქალაქ სერპუხოვოში განახორციელა. მას შემდეგ რუსეთსა და ,,დსთ“-ს ქვეყნებში მისი ტექნოლოგიის გამოყენებით 16 პროექტი იქნა რეალიზებული.


სოჭში ოლიმპიადის მომსახურებისთვის მყარი ნარჩენებისა და მეორადი ნედლეულის გადამამუშავებელი ტექნოლოგიური აღჭურვილობის მონტაჟი განხორციელდა შემდეგ ქალაქებში: სოჭი, ლაზარევსკოე, გორიაჩი კლიუჩი, ბელორეჩენსკი და ტუაფსე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42