`112`-ის წარმომადგენლები ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის კონფერენციას დაესწრნენ
საზოგადოება - 13:38, 04 Apr, 2014     1172

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, პოლონეთში, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს „112“ ერთ-ერთ სპიკერ ქვეყანას წარმოადგენდა.

ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციამ პრეზენტაცია, სახელწოდებით - „ოპერატიული მართვის ცენტრის თანამედროვე დიზაინი”, წარმოადგინა. აღნიშნული პრეზენტაციით კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში „112“-ის მუშაობის სპეციფიკის, თანამედროვე ქოლ-ცენტრის მოწყობის, ეფექტური მუშაობისათვის საჭირო აღჭურვილობისა და სამუშაო პროგრამა - ERC-ის შესახებ.

კონფერენციის დასასრულს, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც კონკრეტულ პირებსა და ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ერთიანი ევროპული ნომრის 112-ის მომსახურების გაუმჯობესებაში სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

კონფერენციაში მონაწილეობის მიზანია, მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარონ სამუშაო პროცესის, სისტემური მოწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მნიშვნელოვანია, ყოველწლიურ კონფერენციაში ქართული მხარის ჩართულობა, რადგან მიღებული გამოცდილება „112“-ს მოქალაქეებისათვის ეფექტური და ოპერატიული დახმარების აღმოჩენაში დაეხმარება.

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1999 წელს შეიქმნა ბრიუსელში. ასოციაციის მიზანია, ევროპის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის დანერგვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობისთვის ხელის შეწყობა. 2013 წლის 3 სექტემბრიდან საქართველოს „112“ EENA-ს წევრია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42