გენერალი გოგი თათუხაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 16:44, 03 Apr, 2014     5590

გენერალი გოგი თათუხაშვილი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სადაც განმარტავს, რომ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი მისი ნდობით აღჭურვილი პირია.

ველოდებოდი და ვხედავ, რომ სახელმწიფო მანქანა ღიად ჩაერთო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალის წაშლაში. მათი ეს აქტივობა მიმართულია ჩემი ოჯახის წინააღმდეგ და რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ეს ბრძოლა იმდენად გააფთრებულია, რომ ,,ადამიანთა უფლებების დამცველი,, ბესელია თავგამოდებით იცავს პროკურატურას!

შალვას გატაცებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, ჩემი ქვემოთ მოყვანილი განცხადების შემდეგ, პროკურატურა იძულებული გახდა იმავე დღეს ჩაეტარებინა ჩემი შვილის ინსცენირებული ,,გაქცევა,, სახლის ფანჯრიდან. არადა როგორც ამტკიცებენ ოჯახის წევრები, შალვა გავიდა მეორე კარიდან, იმავე მიმართულებით. კარები გვერდიგვერდაა, ერთმანეთისაგან ოთხი მეტრის დაშორებით. რაც შეეხება სახლის ფანჯრებს, იქ აყენია უძრავი გისოსები...

სიცრუეა ისიც, რომ მე მაქვს გაკეთებული მხოლოდ ერთი განცხადება. ამ განცხადების გარდა, მე გავაკეთე რამდენიმე განცხადება 26, 28 თებერვალს და ა.შ. სადაც მოვითხოვდი გატაცებული შალვას გათავისუფლებას. ასევე ვთხოულობდი სისხლის ანალიზის გაკეთებას და სამედიცინო ექსპერტიზას, ვაფრთხილებდი, ,,შალვა ავადაა და ღებულობს მედიკამენტებს. რასთან რეაქციაში თქვენმა წამლებმა შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს.,,იქნებ ეს არ წაგიკითხავთ? (თითქმის ყველა მედია საშუალებამ გააშუქა)

სამწუხაროა, რომ არ გვიჩვენეთ ,,აღიარებამდე'' მიყვანის ფირები, როგორ მიმდინარეობდა დაკითხვა, ვინ ესწრებოდა, რა კანონსაწინააღმდეგო მეთოდები იქნა გამოყენებული. გვიჩვენეთ და შემოიფარგლეთ პროკურატურაში შესვლა- გამოსვლის კადრებით, ეს ხომ ისედაც იცოდა მთელმა საზოგადოებამ. მეტს მე არც ველოდი და ამაზეც გიხდით მადლობას, რომ ჩემი თვალით დავრწმუნდი, რაც ,,აღიარების'' კადრებში ნათლად ჩანს- შალვა, შალვა არ არის არც ფიზიკურად, არც მეტყველებით და არც სიარულის მანერით. ათეულობით ადამიანი ადასტურებდა იგივეს. დანარჩენზე მოგვიანებით...

ასევე, ჩემს განცხადებაში მინდა აღვნიშნო, რომ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, ჩემი ნდობით აღჭურვილი პირია. ვიცი, რომ არის მაღალი კლასის პროფესიონალი და მამაცი ადამიანი. არ უშინდება და უპირისპირდება სახელმწიფო მანქანას, რათა გაარღვიოს პროკურატურის ფალსიფიკაცია და საზოგადოებას დაანახოს სიმართლე", - წერს გოგი თათუხაშვილი "ფეისბუქზე".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42