თავდაცვის მინისტრი სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია
საზოგადოება - 15:54, 03 Apr, 2014     2766

დღეს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა. ირაკლი ალასანიამ ცენტრში ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები პირადად დაათვალიერა.

მეთაურმა, მაიორმა ლაშა დავითაძემ მინისტრს სერჟანტთა მომზადების ცენტრში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. ბაზაზე ცენტრის მთავარი შენობის სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. ადმინისტრაციულ კორპუსში სერჟანტებისთვის სასწავლო კლასები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა და სამუშაო ოთახები განთავსდება. „შარშან კოჯორში ჩამოვაყალიბეთ სერჟანტთა მომზადების ცენტრი, რომელსაც ჩვენი ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა. დავგეგმეთ ინფრასტრუქტურის სწრაფი ტემპით განახლება. დღეს, სწორედ ცენტრის ერთ-ერთი მთავარი შენობა მოვინახულეთ. კმაყოფილი ვარ მშენებლობის მიმდინარეობით. მინდა გითხრათ, რომ ეს ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც იქნება გამორჩეული. წელს, ჩვენს სერჟანტთა სკოლას ევროპისა და ნატოს ქვეყნების სერჟანტთა

კორპუსის წარმომადგენლები ეწვევიან. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. სერჟანტთა სკოლა ის ხერხემალია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო ჯარს ჰქმნის. ისინი არიან მთელი ჯარის დისციპლინის მთავარი ხერხემალი. სერჟანტებში საბრძოლო მზადყოფნა ამაღლებული უნდა იყოს. სერჟანტთა კორპუსი ჩვენთვის პრიორიტეტულია. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ვიზიტით სწორედ შევამოწმეთ, როგორ მიმდინარეობს განვითარების პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ქართველი სერჟანტები იქნებიან ნომერი პირველი მთელს ევროპაში“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრთან ერთად, ბაზაზე იმყოფებოდნენ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი და არმიის მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, 2013 წელს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. ასევე, მინისტრის ინიციატივით სასწავლო ცენტრისთვის გამოიყო ადგილი დაბა კოჯორში. მანამდე ცენტრს მუდმივი დისლოკაციის ადგილი განსაზღვრული არ ქონდა.

ამჟამად, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში 205 კურსანტი სწავლების 3 ეტაპიან კურსს გადის. სწავლება ათეულის, ოცეულის და საშტაბო-სამეთაურო კურსებისაგან შედგება. 2017 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილია სერჟანტთა მეოთხე დონის მომზადების კურსის დამატება, რომელიც მთავარი სერჟანტების მომზადებას ისახავს მიზნად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42