აქციაზე მყოფი ერთ-ერთი მძღოლის თქმით, კალაძემ აღნიშნული კომპანია ტენდერისთვის ჩამოაყალიბა და ფეხბურთელებით დააკომპლექტა.
„ეს იყო კრიმინალური ტენდერი, რომელსაც კახი კალაძე ხელმძღვანელობდა. მან შექმნა ფეხბურთელებისგან ფირმა. ამ ფირმას მიაღებინა კონსურსში მონაწილეობა და ყალბი მილიონ 650 000 ლარის საბანკო გარანტია გასცა. ამ ყველაფერში ხელი რუსთავის მერმაც შეუწყო“, - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.
„ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი მძღოლები მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ. ერთ-ერთმა მძღოლმა თავის დაწვაც სცადა, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.
მძღოლები ყვითელი რუსთავი-თბილისის ხაზზე ყვითელი ავტობუსების შესვლას აპროტესტებენ. მათი თქმით, ამ შემთხვევაში ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან.
„ეს არის ჩვენი მთავრობა, გამოიხედონ, ზემოდან რომ გვიყურებენ, გრცხვენოდეთ. ჩვენ კანონიერებას ვითხოვთ, აქ დგომა კი არ გვაინტერესებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






