„ყველაფერი მიდის, ყველაფერი იცვლება, გარდა რუსული შოვინიზმისა“, - ბუბა კიკაბიძე
საზოგადოება - 13:38, 03 Apr, 2014     5421

უკრაინულ გამოცემა «Високий замок»-თან ინტერვიუში, ცნობილმა მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ მოყვა თუ რას ფიქრობს პუტინზე, სიბინძურეზე, რომელიც უკრაინის შესახებ რუსული მედიიდან მოდის, ყირიმის აღებასა და სხვა ბევრზე.

„როდესაც ადამიანების ხოცვა დაიწყეს, ადგილს ვეღარ ვპოულობდი. ფიქრებით 24 საათი კიევში ვიყავი. მინდოდა ყველაფერი მიმეტოვებინა და ინსტიტუტისა და გრუშევსკიზე ვყოფილიყავი. სამწუხაროდ ასაკი თავისას იღებს. 20 წლის მოკლება რომ შეიძლებოდეს, მაიდანზე ვიქნებოდი. მე ევროპული ფასეულობებისაკენ სწრაფვის სულით და გულით მომხრე ვარ, სიცრუის, კორუფციისა და დიქტატურის წინააღმდეგ. თავისუფალ, მდიდარ და თანასწორ ევროპულ ერებს შორის, თანასწორი უკრაინის“, - განაცხადა მსახიობმა.

კიკაბიძემ აღნიშნა, რომ „როდესაც რუსებმა 2008 წელს ჩევნთან ომი დაიწყეს, ჩვენ უკრაინული ასეულები გვიცავდნენ. ცოტანი არ იყვნენ. მაშინ შვიდი უკრაინელი დაიღუპა... ახლა მაიდანზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ქართველები იბრძოდნენ, ერთ-ერთი მათგანი, 33 წლის დავით ყიფიანი გარდაიცვალა. მას პატარა ვაჟი დარჩა... ქართველები წინა ხაზზე იყვნენ და არაერთხელ მოხვდათ ბერკუტელებისაგან“.

მსახიობმა ასევე ცხოვრებისეული ისტორია გაიხსენა: „რამდენიმე წლის წინ, საღამოს სახლში ვბრუნდებოდი და თბილისში, ტარას შევჩენკოს ძეგლთან (ის 2007 წელს გახსნეს) ორი ადამიანი დავინახე. ორივე რაღაც მოვლენას აღნიშნავდა. მივედი და უკრაინულად წამოვიძახე „გაუმარჯოს თავისუფალ უკრაინას!“ პასუხად მოულოდნელად გავიგე: „ბუბა, ჩვენთან მოდი! ქართველები ვართ, მაგრამ გადავწყვიტეთ დიდ კობზართან ჭიქა აგვეწია უკრაინისა და უკრაინელებისათვის, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ და გვიცავდნენ რუსეთთან ომში“. მე მესამე ვიყავი. ამის გახსენებისას, ყოველთვის ვტირი...“

უკრაინის უსაფრთხოების შესახებ კითხვაზე, კიკაბიძემ უპასუხა, რომ „ისეთ დიდ ქვეყანას, როგორიც უკრაინაა, თავისი ატომური იარაღი უნდა ჰქონდეს. ვინ იცის, კიდევ რამდენ წელს მართავს პუტინი კრემლს, რომელიც ყველას აშინებს და რომლის ნდობაც არასოდეს შეიძლება. დაუნდობელ სამყაროში, თანაც ხელისუფლებაში უღმერთოების ყოფნისას, კეთილად დარჩენა ძნელია, და შეუძლებელიც კია“.

მისი თქმით, „თუ ასე არ იქნება, ისევ მოხდება ის რაც მოხდა: მოვა რუსი ჯარისკაცი, მერე მოვა რუსული ტანკი, ხოლო შემდეგ - რუსული ჩექმა. მე არ მინდა რუსული ჩექმები ჩემ მშობლიურ საქართველოში. არ მინდა ისინი მშობლიურ უკრაინაშიც“.

მსახიობი მიიჩნევს, რომ „ყირიმის დაპყრობისა და შეერთების გეგმა, უკრაინის დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან მუშავდებოდა. პუტინის იმპერიული მრჩევლები ამაზე დიდი ხანია ფიქრობდნენ. კრემლს შეეშინდა მაიდნის, რომელიც მათთვის არახელსაყრელ დროს დაიწყო, სოჭის ოლიმპიადის დროს. პუტინი დროს არ კარგავდა. თამაშების დასრულებისთანავე შეძვრა ყირიმში.

რაც შეეხება რუსულ ტელევიზიას, ვახტანგ კიკაბიძემ მას კაცთმოძულე უწოდა.

„არ შემიძლია და არ მინდა ყურება იმ მარაზმისა და იმ კაცთმოძულე ტყუილის, რომელსაც რუსები აჩვენებენ. რუსები ჩვენ მთელი ცხოვრება გვაშინებენ. ეს აუტანელი ხდება. მე პუტინისთვის ასევე ფაშისტი და ბანდერელი ვარ. მე ხომ მაიდანსა და უკრაინელებს ვუჭერ მხარს. და მადლობა ღმერთს, ვამაყობ ამით! სხვათა შორის, არ შეიძლება არ აღინიშნოს, როგორ წარმოთქვამს პუტინი „ბენდეროვცი“-ს, ამას განზრახ უხეში შეცდომით ამბობს. რათა დაამციროს დიდი სტეპანის გვარი, მისი მნიშვნელობა დასცეს. მეორე მხრივ, ასე წარმოთქმით, უკრაინელებს მოლდოველებად თვლის, „ბენდერივეც“ ხომ ქალაქ ბენდერის მცხოვრებია“, - ხაზი გაუსვა კიკაბიძემ.

მან ასევე გაიხსენა, რომ „როდესაც რუსეთმა ჯარები საქართველოში შეიყვანა, და მე ჩემ 70 წლისთავზე რუსულ მეგობრობის ორდენზე უარი ვთქვი, ბევრი სიბინძურე მომცხო რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა. და პირველ რიგში იმათი პირიდან, ვისაც ყოველთვის მეგობრებად ვთვლიდი. მას შემდეგ არავისი და არაფრის მიკვირს. დროა საჭირო, რომ აპატიო“.

ვახტანგ კიკაბიძემ ანეკდოტიც მოყვა: „პუტინი მივიდა მკითხავთან და ეკითხება: „რა იქნება?“

-ომი, - უპასუხა მკითხავმა.

- ეს ვიცი. რამდენი ეღირება ომის შემდეგ წითელ მოედანზე ლუდი?

- ექვსი გრივნა, - უპასუხა ქალმა“.

კიკაბიძე ფიქრობს, რომ „ყველა უკრაინელმა ხელი უნდა ჩაკიდოს ერთმანეთს და ერთად აშშენონ ქვეყანა, რომლისაც არ შერცხვებათ. იმის დაუვიწყებლად, რომ ამისათვის მაიდანზე სისხლი დაიღვარა“.

კიკაბიძე ოცნებობს, რომ კიევში ზეციური ასეულის ხსოვნისათვის საქველმოქმედო კონცერტი ჩაატაროს: „შესაძლოა მაიდანზეც, რათა ის, რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა დაინახოს და მოისმინოს. მინდა სცენიდან გულითადი სიტყვებით აღვნიშნო უკრაინელოების გმირობა. ამ დღეს მოუთმენლად ველი“.



თარგმნა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42