შინაგან საქმეთა მინისტრმა მესტიაში სამაშველო ქვეგანყოფილების შენობა გახსნა
საზოგადოება - 13:01, 03 Apr, 2014     1924

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მესტიის მე-5 ქვეგანყოფილება გახსნა. სამაშველო ქვეგანყოფილების შენობის მშენებლობა 6 თვის წინ დაიწყო. ერთსართულიანი შენობა თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით არის აღჭურვილი. შენობაში სამაშველო პერსონალის სამუშაო კაბინეტი, მოსასვენებელი და აღჭურვილობის ოთახებია განთავსებული. მესტიის ქვეგანყოფილებაში რვა პროფესიონალი მთამსვლელი იმუშავებს, რომლებსაც სრული სამთო აღჭურვილობა, ფორმები და ავტოტრანსპორტი გადაეცათ. ზამთრის პირობებში სამაშველო-საძიებო სამუშაოების უფრო ეფექტურად წარმოებისთვის ქვეგანყოფილებას ასევე ბურანი გადაეცა.

მესტიაში სამაშველო ქვეგანყოფილების ახალი შენობის გახსნა რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდამ განაპირობა, რომლებიც საქართველოს მთის კურორტებს აქტიურად სტუმრობენ.

ყაზბეგის მთებში ტურისტების დაკარგვისა და ტრავმების შემთხვევები ხშირია. გასული წლის განმავლობაში შს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა საქართველოს მთიან რეგიონებში განხორციელებული წარმატებული სამაშველო ოპერაციების შედეგად 87 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის, 29 უცხოელი.

"უკანასკნელი დროის განმავლობაში სვანეთის რაიონში მოიმატა ტურისტების რაოდენობამ, რამაც გამოიწვია შემთხვევები, როდესაც ტურისტები მთიან ტერიტორიებზე, გაუსაძლის სიტუაციებში ჩავარდნენ, რის გამოც დამატებით ახალი დანაყოფის აშენება დაჭირდა ამ რაიონს. აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სვანეთის დანაყოფი, რომელიც მოემსახურება ამ რაიონს და ტურისტებისთვის უფრო გამარტივდება მომსახურების ეფექტიანობა. მაშველებს გადაეცათ სხვადასხვა აღჭურვილობა და სპეცაღჭურვილობა, ასევე სპეცტექნიკა. კიდევ დაემატება რამოდენიმე სპეცტექნიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობს ეფექტურ მუშაობაში", - განაცხადა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42