საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქობულეთის შემოვლითი გზის სამუშაოები მოინახულა
საზოგადოება - 19:40, 02 Apr, 2014     1409

ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, დავით ნარმანიასთან და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად დაათვალიერა. ისინი ადგილზე გაეცნენ პროექტის მინდინარეობას და წარმოებული სამუშაოების ხარისხს.

ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აზიის განვითარების ბანკის კრედიტისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ახორციელებს. აჭარის ზღვისპირა ქალაქებზე გამავალი, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობით გამორჩეული E-70 ავტომაგისტრალი წლების განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს. 2013 წლის ოქტომბერში დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა ქობულეთის შემოვლითი გზის 12.4-კილომეტრიანი მონაკვეთი. დაიგო ბეტონის საგზაო საფარი. მთავარ გზაზე აშენდა 13 წყალგამტარი მილი და 3 მიწისქვეშა გასასვლელი. ადგილობრივ გზებთან მიერთებებზე და კერძო მიწის ნაკვეთების შესასვლელებზე მოეწყო წყალგამტარი მილები, არხები და სხვადასხვა სახის სადრენაჟე სისტემები, აშენდა 14 სახიდე გადასასვლელი: პროექტის საერთო ღირებულება 115 მილიონ 500 ათასი ლარი იყო. სამუშაოები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდა. 2013 წელს დაიწყო ქობულეთის შემოვლითი გზის მომდევნო - 18.8-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 2016 წელს დასრულდება. 2013 წელს აღნიშნულ მონაკვეთზე, ძირითადად, გზის საფუძვლის, გზაგამტარებსა და ხიდებზე რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობით აჭარის შემოვლითი გზის პირველი ეტაპი დასრულდება. პირველი ლოტის საერთო ღირებულება 115 მილიონ 500 ათასი ლარი იყო, ხოლო მეორე ლოტის ჯამური ოდენობა 210 მილიონ ლარამდეა (რომელიც 2016 წლამდე, ანუ პროექტის დასრულებამდე დაიხარჯება).

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთზე დაგეგმილია 18.8კმ ასფალტობეტონის საფარიანი გზის მოწყობა, 16 ხიდის, 4 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა.

აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაირთვება, რაც კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვანგანვითარებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, გაიოლდება როგორც ადგილობრივი მოქალაქეების, ისე სატრანზიტო გადაადგილების საკითხი. სამუშაოებს კომპანია „სინოჰიდრო“ აწარმოებს. ობიექტზე 550 მუშაა დასაქმებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42