ვარშავაში საგანგებო ნომრის ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა
საზოგადოება - 18:37, 02 Apr, 2014     1447

დღეს, პოლონეთის ქალაქ ვარშავაში, საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიური კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებიან. ყოველწლიური კონფერენცია ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, დემეტრიოს პიროსმა, გახსნა.

„მნიშვნელოვანია, საქართველოს „112“-ის მონაწილეობა საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ კონფერენციაში. წელს საქართველოს დელეგაციას წილად ხვდა უპირატესობა, წარდგეს კონფერენციის მონაწილე 44 ქვეყნის წინაშე, როგორც ერთ-ერთი სპიკერი ქვეყანა. ასევე, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის სტენდის გვერდით განთავსებულია საქართველოს „112“-ის წარმომადგენლობითი სტენდი. სტენდი საშუალებას აძლევს კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას, გაეცნოს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ პრომო მასალასა და სამუშაო პროგრამას (ERC), რომელშიც მუშაობენ „112“-ის ოპერატორები.“ - განაცხადა გახსნითი სიტყვით გამოსვლისას დემეტრიოს პიროსმა.

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1999 წელს შეიქმნა ბრიუსელში. ასოციაციის მიზანია, ევროპის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის დანერგვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობისთვის ხელის შეწყობა. 2013 წლის 3 სექტემბრიდან საქართველოს „112“ ამ ორგანიზაციის წევრია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42