"თელასის" ინფორმაციით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის, ჩუღურეთის, საბურთალოს, სამგორის, კრწანისის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონის რამდენიმე ქუჩას.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სანაპიროს, ჭონქაძის, ყიფიანის, ინგოროყვას, კოტეტიშვილის, ჩიტაძის, ნიაღვრის, არსენას, ბესიკის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იოსებიძის, კალანდაძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის მე-10 და მე-12 კილომეტრების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აფრიკის დასახლების ბ. ჭიჭინაძის ქუჩის (ნაწილობრივ) და ვარკეთილის ზემო პლატოს მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის, თუმანიანის, სამღებროს, ბეთლემის, გრიშაშვილის, შუშინის, გომის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ნაძალადევი რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სიხარულიძის, გარიყულის, თიანეთის, ძმები გარიშვილების და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები






