360 ლარის აღების ინსტრუქცია ფინანსთა სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა
საზოგადოება - 20:09, 01 Apr, 2014     11175
ვის შუძლია ისარგებლოს „დაუბეგრავი მინიმუმის“ გამოქვითვის უფლებით?
დაუბეგრავი მინიმუმი ვრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომლის მიერ 2013 წელს მიღებული დასაბეგრი ხელფასი არ აღემატება 6000 ლარს. მაგალითად, თუ ფიზიკური პირის მიერ 2013 წელს დარიცხული ხელფასი შეადგენს 6000 ლარს და მან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხა მიიღო 4800 ლარი (6000-6000*20%) უფლებამოსილია ისარგებლოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით.
რა იგულისხმება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში?
ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში იგულისხმება დარიცხული (დასაბეგრი) ხელფასი (რომლის მიღებაც პირს შეუძლია ხელზე ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით). კერძოდ - ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.მაგალითად: 2013 წლის განმავლობაში დამქირავებელის მიერ დაქირავებულ ფიზიკურ პირზე დარიცხულმა ხელფასმა შეადგინა 4 000 ლარი და შესაბამისი დაბეგრილი თანხა 3200 (4000-4000*20%) ლარი პირს ჩაერიცხა მის საბანკო ანგარიშზე. ასევე, დაქირავებულ პირს დამქირავებელმა აუნაზღაურა შვილის სწავლის საფასური, კერძოდ, 2 000 ლარი გადაურიცხა სასწავლო დაწესებულებას, ხოლო ბიუჯეტში გადაიხადა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი 500 (2500*20%) ლარი.ამასთან, ამავე დაქირავებულ პირზე B დამქირავებელის მიერ დარიცხულმა ხელფასმა შეადგინა 3 000 ლარი და დაბეგრილი თანხა (3000–3000*20%) 2400 ლარის ოდენობით პირმა მიიღო ხელზე.მოცემულ შემთხვევაში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად ითვლება 9500 ლარი (4000+2500+3000).შენიშვნა: პირი ვერ ისარგებლებს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, ვინაიდან მის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა ხელფასმა გადააჭარბა დადგენილ 6000-ლარიან ზღვარს.
როგორ იანგარიშება დასაბრუნებელი თანხა?
ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან, რომელიც არ აჭარბებს 6000 ლარს, გამოქვითება დაუბეგრავი მინიმუმი 1800 ლარი.მაგალითი ა: თუ ფიზიკური პირის მიერ 2013 წელს მიღებული ხელფასი შეადგენს 5700 ლარს, მას უფლება აქვს ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი 1800 ლარი და დაიბრუნოს აღნიშნულ თანხაზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა 360 ლარი (1800*20%)მაგალითი ბ: თუ ფიზიკური პირის მიერ 2013 წელს მიღებული ხელფასი შეადგენს 1700 ლარს, მას უფლება აქვს ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმის თანხა და დაიბრუნოს გადახდილი საშემოსავლო გადასახადი 340 ლარი (1700*20%) სრულად.თუ ფიზიკურ პირს ბიუჯეტის წინაშე გააჩნია სალდირებული დავალიანება, დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში დასაბრუნებელი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხა შემცირდება დავალიანების თანხის ოდენობით.მაგალითად: თუ პირის ერიცხება სალდირებული დავალიანება 200 ლარის ოდენობით და 2013 წელს მიღებული ხელფასი შეადგენს 5700 ლარს, მას უფლება აქვს ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი 1800 ლარი. აღნიშნულ თანხაზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა 360 ლარი მცირდება 200 ლარით და პირს დაუბრუნდება მხოლოდ 160 ლარი (360–200).
დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობის მიზნებისათვის 6000 ლარამდე შემოსავალში გაითვალისწინება თუ არა საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული ხელფასი?
დაუბეგრავი მინიმუმის მიზნებისათვის ხელფასის სახით მიღებულ 6000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.მაგალითად: თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე ფიზიკური პირის მიერ 2013 წელს მიღებული ხელფასი შეადგენს 8500 ლარს, მას უფლება აქვს ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი 3000 ლარამდე შეღავათით და ამავე დროს 5500 (8500-3000) ლარიდან გამოიქვითოს 1800 ლარი, როგორც დაუბეგრავი მინიმუმი და. შესაბამისად, დაიბრუნოს აღნიშნულ თანხაზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა 360 ლარი (1800*20%=360) .
როგორ გაარკვიოს პირმა აქვს თუ არა დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობის უფლება?
შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge-ზე განთავსებულ დეკლარაციაში, მხოლოდ პირადი ნომრის მითითებით პირს შეუძლია აღმოაჩინოს, სარგებლობს თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და შესაბამისად თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებით.

რა ფორმით შეუძლია ფიზიკურ პირს მოითხოვოს დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება?
მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ფიზიკური პირი უფლებამოსილია წარადგინოს დეკლარაცია „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ, რომლის ფორმა დამტკიცებულია “გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებით – დანართი №II–085. ფორმა განთავსდება www.rs.ge-ზე მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან და მისი შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად.
როდის და სად შეუძლია ფიზიკურმა პირმა მოახდინოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის შევსება?
2014 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ფიზიკურ პირს შეუძლია დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია შემოსავლების სამსახურში წარადგინოს სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით ან შესაბამის საბანკო დაწესებულებაში მისვლით.შენიშვნა: პირის რეგისტრაციის საფუძველია მის მიერ წარდგენილი დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის დეკლარაცია, შესაბამისად პირს ცალკე გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება არ წარმოეშვება
როგორ განისაზღვრება დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე ფიზიკურ პირთა კატეგორია?
დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე ფიზიკურ პირთა (როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში დასაქმებული პირები) განსაზღვრა ხორციელდება აღნიშნულ პირებზე დამქირავებლ(ებ)ის მიერ შესაბამისი პერიოდის მიხედვით, განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, პირთა განსაზღვრა განხორციელდება მუდმივად განახლებად მონაცემებზე დაყრდნობით.
როგორ უნდა მოიქცეს პირი იმ შემთხვევაში, როდესაც თვლის რომ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობა და ვერ განახორციელა დეკლარირება?
მოცემულ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს დამქირავებელს, საკითხის გარკვევის მიზნით და უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში დამქირავებლ(ებ)ი ვალდებულნი არიან განახორციელონ შესაბამისი პერიოდის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი შესაბამისი ფორმების დაზუსტება.
როგორ უნდა მოიქცეს პირი იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიერ გაანგარიშებული დასაბრუნებელი თანხა არ ემთხვევა დეკლარაციის შევსებისას ველში მითითებულ თანხას?
მოცემულ შემთხვევაში პირს, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეუძლია მიმართოს დამქირავებელს (დამქირავებლებს) და უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში დამქირავებლ(ებ)ი ვალდებულნი არიან განახორციელონ შესაბამისი პერიოდის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ფორმების დაზუსტება.
შენიშვნა: დამქირავებლ(ებ)ის მიერ ინფორმაციის დაზუსტების შემდგომ პირს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის დაბრუნება დადგენილი წესით.
აქვს თუ არა ფიზიკურ პირს უფლება დააზუსტოს „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ წარდგენილი დეკლარაცია?
პირს უფლება აქვს 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით განახორციელოს „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ წარდგენილი დეკლარაციის დაზუსტება.
დაუბეგრავი მინიმუმის სარგებლობისას რა ვადაში ხდება შესაბამისი გადასახადის თანხის დაბრუნება?
პირის მიერ წარდგენილი დეკლარაცია მის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება ავტომატურად, დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს რის შემდეგაც, თანხის დაბრუნების მიზნით 3 თვის ვადაში, საგადასახადო ორგანო სახაზინო სამსახურს უგზავნის შესაბამის საგადახდო დავალებას, რომელიც სრულდება 10 სამუშაო დღეში.
დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობისას, როგორ ხორციელდება საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება?
პირისათვის შესაბამისი თანხის დაბრუნება, მისი საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით, ხორციელდება ამავე პირის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

ნინა გოლოშვილი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42