შოთა იათაშვილი: ძაღლის თავი ბიძინას ტვინში
საზოგადოება - 20:01, 01 Apr, 2014     3318

მწერალი შოთა იათაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ,,ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

,,დღეს მწერალთა სახლში შევიკრიბეთ.... არაჩვეულებრივი ადამიანები... განწყობაც თითქოს საერთო გვქონდა... მეც დამიძახეს... გავედი, ცოტა დაბნეული, როგორიც ასეთ დროს ხშირად ვარ ხოლმე... კონკრეტულად უნდა მელაპარაკა ალბათ, მაგრამ ვერ მოვახერხე... რომ წამოვედი, იმის მერე დალაგდა ნელ-ნელა სათქმელი. მთავარი პრობლემა დალაგდა: ერთხელ ახსენა იქ შორენა შავერდაშვილმა ბიძინა ივანიშვილი, ის ბიძინა, რომელსაც ძალიან უყვარს "ასავალ-დასავალი" (სხვათაშორის, გიორგი ლობჟანიძემ გაგვახსენა ეგ იმ მომენტში მძაფრად - რომ ძალიან უყვარს). მეც მინდოდა მაგაზე მეთქვა, მაგრამ ავირიე, სხვა რამეებს გავყევი და მთავარი ხაზი დამეკარგა... მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ლოგიკა ყველაზე სუსტი რამაა ქართველებისთვის - ლოგიკის ძალის არასდროს სწამთ. ლოგიკას ვერ მიყვებიან ხოლმე... აი, მარტივი ჩემი ლოგიკა, რაც დღევანდელი სრული ალოგიკურობის მაჩვენებელია: ვინაა ზურაბ ქარუმიძე? ის თარჯიმანი იყო (შეიძლება ახლაც იყოს, თუ საჭირო გახდება) ბიძინასი. მის კანცელარიაში მუშაობს, მისი ელჩი უნდა გამხდარიყო... ვინაა რატი? ბიძინას მრჩეველი, როგორც მე ვხედავ, გვერდით რომ უდგას და ცდილობს, ქვეყანაა ააწყობინოს... ვინაა ბასა? ასევე ბიძინას გვერდითმდგომი ადამიანი, რომელიც ახლა ამ აქციაზე იყო მოსული, მსგავსად რატისა... და რაა "ასავალ-დასავალი"? ბიძინას საყვარელი გაზეთი, რომელსაც ის მუდამ აძლევს ინტერვიუებს, რომელმაც თავი აიშვა ბოლომდე მე მგონია სწორედ იმიტომ, რომ ბიძინამ კოჭი გაუგორა... ბიძინა დღეს ვითომ ერთი რიგითი მოქალაქეა, მაგრამ სჯერა დღეს ვინმეს ამისი? ხომ ყველამ იცის რომ ბიძინა მართავს ამ ქვეყანას? და თუ ასეა, რატომ ვიკრიბებით შეხმატკბილებულად ჩვენ, როცა ვიცით, რომ ქვეყნის რეალურ მმართველს ის გაზეთი უყვარს და იმ გაზეთს აძლევს ინტერვიუებს, რომელიც ლაფს ასხამს კვირიდან კვირამდე კარგ ხელოვანებს და წესიერ მოქალაქეებს და სწორედ იმიტომ გაბლატავდა ბოლომდე, რომ იცის - ბიძინას საყვარელი გაზეთია, ხოლო ის თავზე ლაფდასხმული ადამიანები, რომლებიც ბიძინას გვერდით დგანან და მას ქვეყნის აშენებაში ეხმარებიან, შეიძლება დღეს გამოდიოდნენ და სიტყვის თავისუფლებას იცავდნენ... და თავს იცავდნენ ასეთი რეაქციული გამოცემებისაგან... მაგრამ რა ლოგიკაა? ყველა ბიძინასთანაა - "ასავალ-დასავალიც", რატიც, ბასაც, ზურაც (არადა, ზურაზე მართლა გამოაცხადეს "სვანებმა" ფატვა და ეს მართლა საშიში და შემზარავია) და ჩვენ კიდევ ვიკრიბებით და გამოსავალს ვეძებთ და ვეძებთ და ვერ ვპოულობთ... არადა მანდაა ძაღლის თავი დამარხული - ბიძინას ტვინში, რომელიც ითავსებს უპრობლემოდ "ასავალ-დასავალს", რატის, ბასას, ზურას, სოსოს (ჯაჭვლიანს) და გააგრძელეთ თქვენ როგორც გინდათ... "სპისოკი" გრძელია...“, - წერს მწერალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42