მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
„საქართველო აგრარული ქვეყანაა. სოფლის მეურნეობას რეალური პოტენციალი აქვს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება სისტემურად ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს,რომლებმაცდარგის ეფექტიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს.ასეთ პროექტებს შორისაა:საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა, წარმოების ხელშეწყობა, საექსპორტო ბაზრების ზრდა და სხვა“, - აღნიშნა შალვა ფიფიამ.
მინისტრმა შეღავათიანიაგროკრედიტის პროექტზე, როგორც იაფ ფინანსურ რესურსთან ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობაზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტზეც ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს ჰანეს სვობოდამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპასთან დაახლოების რეალობიდან გამომდინარე,საქართველოთი დაინტერესება სულ უფრო მეტად იზრდება. მან შალვა ფიფიასამომწურავი და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები






