„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ პოლიციის საერთაშორისო ასოციაციის „IPA“– ს წევრი გახდა
საზოგადოება - 14:18, 01 Apr, 2014     1932

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ პოლიციის საერთაშორისო ასოციაციის „IPA“– ს წევრი გახდა. ვილნიუსში ლიტვის პოლიციის საერთაშორისო ასოციაციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონგრესზე, საქართველოს სექცია ოფიციალურად გამოიყო. „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ არის ერთადერთი ორგანიზაცია, დაფუძნებული ყოფილი ძალოვნების მიერ, რომელიც “IPA-ლიტვაში“ საქართველოს სახელით არის წარმოდგენილი. აღსანიაშნავია, რომ ნებისმიერ მოქმედ თუ ყოფილ პოლიციელს შეეძლება პოლიციის საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანება, რომელსაც ჩვენი ოგანიზაცია უზრუნველყოფს.

წლევანდელ კონგრესზე მონაწილება მიიღეს „IPA“- ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა, ასევე არჩეული იქნა „IPA– ლიტვის პრეზიდენტი ვიტაუტას პლიუსკიუსი და ვიცე–პრეზიდენტები და გენერალური მდივნები.

პოლიციის საერთაშორისო ასოციაცია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც შედგება ეროვნული განყოფილებების პოლიციის მოქმედი ან გადამდგარი თანამშრომლებისგან, მიუხედავად მათი წოდების, თანამდებობის, სქესის, რასის, ენისა თუ რელიგიისა. ასოციაციის მიზანია, შექმნას მეგობრობაზე დამყარებული კავშირი და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამგობრობას. ასოციაცია გაეროს მიერ 1948 წელს მიღებული „ადამიანის უფლებების დეკლარაციის“ ძირითადი პრინციპების ერთგულია და აღიარებს, რომ წამების ნებისმიერი ფორმა აბსოლუტურად ეწინააღმდეგბა აღნიშნულ პრინციპებს. მისი მიზნები ასევე გულისხმობს საკუთარი წევრების (მოქმედი თუ გადამდგარი პოლიციელების) პროფესიული გამოცდილების ურთიერთგაცვლას, პროფესიული დონის ამაღლებას და სპორტულ–კულტურული ურთიერთობების განვითერებას. ასოციაციის ოფიციალური სამუშაო ენებია: ინგლისური, ფრანგული გერმანული და ესპანური. “IPA” 1914 წლის 15 დეკემბერს ინგლისში დაფუძნდა, მასში გაწევრიანებულია 63 ქვეყანა, ჯამში კი 420 000 პოლიციელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42