არასამთავრობოები ხელისუფლებას მიმართავენ
საზოგადოება - 11:04, 01 Apr, 2014     1810
არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებული თავდასხმა მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად იქნას გამოძიებული.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ 31 მარტს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრ ნუგზარ წიკლაურს გამთენიისას მის საცხოვრებელ სახლთან უცნობი პირები დახვდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დეპუტატის თქმით, ადგილი ჰქონდა მისი გატაცების მცდელობასაც.
არასამთავრობო ორგანიზაციები მომხდარის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ და ნებისმიერი ადამიანის მიმართ ჩადენილ ძალადობას დაუშვებლად მივიჩნევთ. აქვე განვმარტავთ, რომ პარლამენტის წევრის პირადი დაცვისა და უფლებამოსილების შეუფერხებლად განხოციელების უზრუნველყოფის კონსტიტუციური ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება.
საქართველოს პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტია და საკვანძო როლს ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობის კუთხით. ცხადია, რომ დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამ ფუნქციას პარლამენტი ეფექტიანად ვერ შეასრულებს, თუ მისი წევრები არ იქნებიან დაცული ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისგან, რომელსაც შესაძლოა, პოლიტიკური ანგარიშსწორების ელფერი გააჩნდეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებული თავდასხმა. მხოლოდ ასეთი გამოძიება გაფანტავს ყოველგვარ ეჭვს მომხდარი ფაქტის შესაძლო მოტივებთან დაკავშირებით”, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ორგანიზაციები - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთას ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) აწერენ ხელს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42