"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ხელფასებს არ არიგებს
საზოგადოება - 16:42, 31 Mar, 2014     3056

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ახლადდანიშნული თავმჯდომარე გიორგი ხელაძე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიაში ხელფასებს არ უხდიან. ამის შესახებ „გურია ნიუსი“ იუწყება.

„თუ არ ვცდები, ორი თვეა არ დარიგებულა. მე 10 დღეა, რაც დანიშნული ვარ, დავაზუსტებ და გეტყვით,“ - განუცხადა „გურია ნიუსს“ გიორგი ხელაძემ.

ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარე გიორგი გეგიაძემ კი „გურია ნიუსს“ განუცხადა: „ვერ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი. ველოდებით ყოველდღე , მაგრამ ჯერჯერობით არ არის, დაახლოებით 2-თვე-ნახევარია, რაც ვიმუშავეთ და ასაღები გვაქვს, მაგრამ არ ვამბობთ რა, ბოდიშს გიხდით, ყველაფერზე გვედავებიან და მაგაზეც შემოგვედავებიან ახლა, ისე ვატყობ. ისედაც გადამტერებული მყავს ყველა“.

ირაკლი კუჭავა, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კი აცხადებს: "არაფერი, რა ხელფასებზეა საუბარი, ჩვენთან არც უნდა დარიგებულიყო, ცენტრალური ოფისი არეგულირებს ცენტრალიზებულად ფინანსებს, ჩვენი საოფისე ფართის გადასახადისა თუ კომუნალური გადასახადების დაფარვას. ჯერ საარჩევნო რეჟიმი არ დაწყებულა და შესაბამისად, არც ხელფასებზე უნდა ყოფილიყო საუბარი. არ მესმის, ვინ თქვა ეგ."

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია "გურია ნიუსთან" ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას. „არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი ამის შესახებ, რა გითხრათ. - ბატონო დავით, არ მოიკითხეთ, რა არის ამის მიზეზი? - ჰო, მაგრამ ალბათ, იქაც არ იციან ზუსტი პასუხი, როდის იქნება, - განაცხადა დარჩიამ.

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გურიის კოორდინატორის გოჩა მეგრელიშვილის თქმით, დავალიანებები უახლოეს მომავალში ანაზღაურებული იქნება. - პარტია გადასახადს აუცილებლად გადაიხდის, - განუცხადა „გურია ნიუსს“ გოჩა მეგრელიშვილმა.

წყარო: gurianews.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42