ამერიკელი გენერალი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პროგრამას გაეცნო
საზოგადოება - 14:46, 31 Mar, 2014     2253

დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის J-4 ლოგისტიკის დირექტორი, ბრიგადის გენერალი ბლაინ ჰოლტი იმყოფება.

ამერიკელ გენერალს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაკო ავალიანმა და გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლეს.

მხარეებმა ამპუტირებულ სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. მინისტრის მოადგილემ ვაკო ავალიანმა სტუმრებს 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პროგრამაც გააცნო. დაშავებული სამხედროები პროთეზირების პროგრამას აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის კლინიკაში, საქართველოს თავდაცვის უწყების დაფინანსებით, გადიან.

ქართულმა მხარემ სტუმრებს დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის კურსის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრის გარემონტებისა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის პროექტზე, რომელიც აშშ-ის ფინანსური და მატერიალური დახმარებით ხორციელდება.

პროექტის მიხედვით, თბილისის სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებას 2016 წლის აგვისტოსთვის დაიწყებს. შეხვედრაზე პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალებიც განიხილეს.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მკურნალობა-რეაბილიტაციის სრული პროცესის ინსტიტუციონალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტული საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი პარტნიორები აშშ-დან. მიმდინარეობს რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობა. ეს პროგრამა სამ ეტაპადაა დაყოფილი. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს აბსოლუტურად იგივე მომსახურება ექნებათ, რაც აქვთ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოთა სამხედრო მოსამსახურეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ნატოს სხვა სახელმწიფოებში“ - აღნიშნა ვაკო ავალიანმა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი გენერალი თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრს, თავდაცვის ეროვნულ აკადემიასა და გორის სამხედრო ჰოსპიტალს მოინახულებს.


ნინა გოლოშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42