პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დიდია ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასა და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში.
“ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, აფხაზი და ოსი თანამოძმეების ჩათვლით, ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას თაოსნობით საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა.
ნინა გოლოშვილი




მასალის გამოყენების პირობები






