საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური, მის ცემასთან დაკავშირებით კომენატრას აკეთებს და ამბობს, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ჩხუბის დროს მის მიმართ ელექტროშოკი გამოიყენა.
“დაახლოებით ღამის 03:00 საათზე დავბრუნდი სახლში. სახლთან დამხვდა 3 მანქანა, რომლებშიც იყო დაახლოებით 7 ათუ 8 ადამიანი. ყოველგვარი სიტყვების გარეშე დამესხნენ ისინი თავს და დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხუბი. მათი ამოცანა იყო მანქანაში ჩემი შეგდება და ყველანაირად ცდილობდნენ როგორმე მანქანაში ჩავესვი. როცა ეს არ მოხერხდა, ერთ-ერთმა ორჯერ დამადო ელექტროშოკი”,- განაცხადა წიკლაურმა.
დეპუტატს სახლის შესასვლელთან თავს დაესხნენ. ინციდენტის შედეგად ნუგზარ წიკლაურს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. პირველადი დახმარება უმცირესობის წევრს ღუდუშაურის საავადმყოფოში აღმოუჩინეს.
როგორც ცნობილია, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემის ფაქტს გულისხმობს.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






