სტიქიამ და უამინდობამ საქართველოს რეგიონებში ოჯახეები დააზარალა
საზოგადოება - 13:02, 30 Mar, 2014     3881

მეწყერმა ზოიძეების საცხოვრებელი სახლი გაანადგურა ქედას რაიონ, სოფელ ბალაძეებში. ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. გადაუღებლად თოვდა ქედას რაიონში, სადაც თოვლის საფარმა 25 სანტიმეტრს მიაღწია.

თოვამ და ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა ხულოს მუნიციპალიტეტში. ძლიერი ქარისა და თოვის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და დღის პირველ ნახევრამდე პრობლემა მოგვარდება, - აღნიშნავს ხულოს გამგებელი. მისივე განმარტებით, ხულოს ზემო სოფლებში, მათ შორის დანისპარაულში თოვლის საფარი 40 სანტიმეტრამდეა, 30 სანტიმეტრი ფიქსირდება ბაკი-ბაკოს ხეობაში, ხოლო დაბა ხულოში 10 სანტიმეტრამდე ნალექია.
წუხელ ძლიერმა ყინვამ წყალი გაყინა. მათივე განმარტებით, ყინვა იმ ხეხილის მოყინვასაც გამოიწვევდა, რომელიც უკვე აყვავებული იყო.

მინუს 8 გრადუსია ამ დროირსთვის ტემპერატურა წალკი რაიონში, სადაც ყინვისა და ნამქერის ფამო სოფელ იმერასთან წუხელ გზა იყო ჩახერგილი. პრობლემები შეექმნა გზებზე ტრანსპორტის გადაადგილებას.
ძლიერი ქარი იყო წუხელ რუსთავში და ქვემო ქართლის მთელ ტერიტორიაზე. რუსთავში ძლიერმა ქარმა სახურავები დააზიანა და ხეები დაგლიჯა.

მთელი ღამე თოვდა წუხელ იმერეთის სოფლებში. ტყიბულის, ბაღდათისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 5 სმ-ს გადააჭარბა. თოვლია სამტრედიაშიც, თუმცა ნალექს რეგიონში პრობლემები არ გამოუწვევია.

საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა რამდენიმე დღეა, რაც მკვეთრად დაეცა. სინოპტიკოსები გამოდარებას 1-ელი აპრილიდან პროგნოზირებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42