ბათუმში ჟიული შარტავას სახელობის ქუჩა გაიხსნა
საზოგადოება - 17:31, 28 Mar, 2014     3802

დღეს, ბათუმში, მერიის, საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის ქუჩა გაიხსნა - ყოფილ „გმირების ხეივანს“ დღეიდან ჟიული შარტავას ქუჩა დაერქმევა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, ბათუმის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. ასევე ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, საზღვაო აკადემიის სტუდენტები, ჟიული შარტავას ბათუმელი მეგობრები. ბათუმის მერმა დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება ჟიული შარტავას მემორიალი, სადაც უკვე გახსნილია დაფა წარწერით: „აქ აღიმართება ჟიული შარტავას მონუმენტი“.

ღონისძიებისა და ბათუმის მერიის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

„დღევანდელი ღონისძიებით, ამ შესანიშნავი ხეივნისთვის ჟიულის სახელის მინიჭებით, ბათუმში გაგრძელდა ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფის კიდევ ერთი უწყვეტი ხაზი. მთავრობის დიდი ძალისხმევით ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გრძელდება. ეს აისახა ქალაქ ბათუმის მერიის, კომისიის გადაწყვეტილებაშიც, რომელთაც ამ შესანიშნავ, დიდ, ულამაზეს ქუჩას ბათუმში, ჟიულის სახელიუწოდეს. ამისათვის მინდა მადლობა ვუთხრა ბათუმელებს, ქალაქის მერიას, საკრებულოს, აჭარის უმაღლეს საბჭოს, მთავრობას, საზოგადოებას, რადგან ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს. აქ აღიმართება ჟიულის ძეგლი, რომელიც გმირთა მოედანს დაამშვენებს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჟიულის აჭარელ მეგობრებს, რომელთა დიდმა მონდომებამ დააჩქარა და ორგანიზება გაუკეთა დღევანდელ ღონისძებას“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42