კონსტანტინე მელაძის ექს-მეუღლე გაყრაში ვერა ბრეჟნევას ადანაშაულებს
კულტურა - 13:07, 28 Mar, 2014     6786

გაჩნდა ინფორმაცია, რომ კონსტანტინე მელაძე მეუღლეს, რომელთანაც 19 წელი იცხოვრა, ვერა ბრეჟნევას გამო დაშორდა.მომღერალიც და მუსიკოსიც ამ ჭორს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი უბრალოდ მეგობრები არიან. ყოფილმა მეუღლე იანამ კი გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში გულახდილად მოყვა განქორწინებისა და იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა მის ცხოვრებაში მეტოქე.

მომავალმა მეუღლეებმა ერთმანეთი გაიცნეს, როდესაც იანა ჯერ კიდევ 18 წლის იყო, ხოლო კონსტანტინე - 30-ის. ზუსტად მესამე პაემანზე, კომპოზიტორმა ხელი სთხოვა. დაწორწინებიდან მალე, მისი კარიერა ზემოთ წავიდა, ხოლო ამასთან, ოჯახში პრობლემები გაჩნდა. გაჩნდა სტაბილური სამსახური და ფული, მაგრამ მელაძე ხშირად მიდიოდა გასტროლებზე და ბევრ დროს უთმობდა კარიერას. წლებთან ერთად მის ცხოვრებაში პრიორიტეტები შეიცვალა, გაჩნდა რაღაცები, რაც სახლზე და ოჯახზე მნიშვნელოვანი იყო.

როდესაც იანა მესამე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, შეიტყო, რომ ქმარი ღალატობს, მაგრამ მაშინ ეს კონსტანტინეს დროებით სისუტედ ჩათვალა. ხოლო ორი წლის შემდეგ მიხვდა, რომ მეუღლე ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს, და გადაწყვიტა დაერეკა მეტოქისთვის, რომელიც ჯგუფ „ვია გრას“ წევრი ვერა ბრეჟნევა აღმოჩნდა. თუმცა, მაშინ მომღერალმა უპასუხა, რომ მათ შორის მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა იყო.

2013 წლის დასაწყისში, კონსტანტინეს რთული პერიოდი ჰქონდა. მუსიკოსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, გაიტანა ქალი და ძლიერ განიცდიდა მომხდარს, ჩაიკეტა თავის თავში, აღარ პასუხობდა ტელეფონის ზარებს. მაშინ ბრეჟნევა თავად მივიდა სახლში და თქვა, რომ დახმარება სურდა.

„ვფიქრობ, რომ ის მოვიდა, რათა „იატაკქვეშეთიდან“ გამოსულიყო. მე ერთი კითხვა მქონდა: „რისი გულისთვის დაგჭირდა ამდენი უბედურების დათესვა? მე ხომ დაგირეკე. დაითვალე, ჩემი ცხოვრების რამდენი წელი წამართვით. თითქმის 10 წელი!“ პასუხად - ფართოდ გახელილი თვალები: „უბრალოდ, მაშინ ჩავთვალე, რომ ასე უკეთესი იქნებოდა...“. კომენტარი ზედმეტია. მივხვდი, რომ მე მეტი დრო არ მაქვს, არც ერთი ზედმეტი დღე მთელი ამ „სულიერებისთვის“ სახელად „ვია გრა“, - თქვა იანამ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში.

ამის შემდეგ, მან საბოლოოდ გადაწყვიტა ქმართან გაყრა. ახლობლები მის გადათქმას ცდილობდნენ და თავად კონსტანტინეც წინააღმდეგი იყო.

„არ დავუჯერე. ვფიქრობდი, ასეთი მამკაცებისგან, როგორიც ისაა, ქალები თავად არ მიდიან. განქორწინებაც არ უნდოდა. მაგრამ მე ცალცალკე ცხოვრება ვთხოვე. ვუთხარი, რომ ნივთები მოეგროვებინა. ბავშვებთან მოსვლა იმდენჯერ შეეძლო, რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლიდა. თუ ის არ წავიდოდა, წავიდოდი მე, ბავშვებთან ერთად...“, - გაიხსენა იანამ.

ახლა იანა ისევ შეყვარებულია, მან ახალი მამაკაცი გაიჩინა. ყოფილ მეუღლეზე არ ბრაზობს და ბედნიერებას უსურვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42