ბიზნესმენი მომდევნო სამი თვის პროგნოზსაც აკეთებს, და აცხადებს, რომ ვითარება შეიძლება გაუარესდეს, რადგან ივნესტიციების კლების შედაგად ლარი გაუფასურდება და ფინანსური კრიზისი დაიწყება.
ფადი ასლის განცხადებით, მთავრობამ სასწრაფოდ სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს, თუმცა მმართველი გუნდიდან თანამშრომლობის არანაირი ინიციატივა არ მოდის, ,,ძველი მთავრობა ყოველთვის მზად იყო ინვესტორებთან შესახვედრად ახალი მთავრობა კი არც ტელეფონის ზარებზე პასუხობს და ელექტრონულ წერილებს’’-აცხადებს ფადი ასლი.
მთავრობაში ინვესტიციების შემცირებას ადასრტურებენ, თუმცა ამბობე, რომ ეს წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება მათ, ვისაც ინვესტიციების ჩადების სურვილი აქვს, მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ბიზნეს სექტორს ისინი სრულიად ახალ გარემოს სთავაზობენ. ხადურის განმარტებით, ახალი მთავრობის სრუვილია, რომ ინვესტიციები უფრო დიდი რაოდენობით შემოვიდეს.
მთავრობის ამ დაპირებების პარალელურად კი ექსპერტები აცხადებენ, რომ ვითარება არ შეიცვლება, სანამ პოლიტიკური გარემო სტაბილური არ გახდება.
მასალის გამოყენების პირობები






