ამ წუთებში, მთავარ პროკურატურასთან ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობს. დაპირისპირება ორი აქციის და კონტრაქციის მონაწილეებს შორის დაიწყო.
როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.
პროკურატურასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ასევე საგამოძიებო უწყებასთან მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე გამოცხადებას ითხოვენ.
მათი თქმით, ისინი ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის გამართვას ეწინააღმდეგებიან. რამდენიმე არასამთავრობო აქციას “მე დღეს მიშა ვარ, მეც დამკითხეთ“ მართავს. არასამთავრობოებს პროკურატურასთან შეკრებილი პოლიტპატიმრები შეძახილებით შეხვდნენ.
მიხეილ სააკაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში 13:00 სთ-ზე უნდა გამოცხადდეს, თუმცა, ცნობილია, რომ ექსპრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდება.
მასალის გამოყენების პირობები






