პრეზიდენტმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა
საზოგადოება - 16:08, 25 Mar, 2014     1385

პრეზიდენტმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა:

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, მთლიანად ქართულ საზოგადოებას გულითადად ვულოცავ უდიდეს საერო და საეკლესიო დღესასწაულს - ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის უდიდეს როლს ასრულებდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურის, ენის, ტრადიციების დაცვასა და შენარჩუნებაში. ამიტომ ქართველთა კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი გამოხატულება სწორედ ავტოკეფალიის დაბრუნების ძალისხმევა იყო. ამ მიზნის მისაღწევად დაუღალავად იღვწოდნენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები - დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი და მრავალი სხვა.

სასურველი შედეგი 1917 წლის მარტში, საუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ მივიღეთ. კიდევ ერთმა საუკუნემ განვლო და მხოლოდ ახლახან, 1990 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის უდიდესი ძალისხმევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად საერთაშორისოდ აღიარებული გახდა.

25 მარტი ყოველთვის იქნება ქართველი ერის სულიერებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ერთობისა და გამარჯვების სიმბოლო.

ღმერთმა დალოცოს საქართველო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42