„ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე ვანო მერაბიშვილის პლაკატი ორგანიზაცია ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტებმა წითელად შეღებეს.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისთან „ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღოს ისეთ დემოკრატიულ პროცესში, როგორიც მოწმის დაკითხვაა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ზურაბ ქადაგიძეს ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილი საქართველოში დაკითხვაზე ჩამოვა.
“მივმართავთ მიხეილ სააკაშვილს, რომ მიიღოს ისეთ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, როგორიცაა მოწმის დაკითხვაა, გამოძიებაში არსებული საქმეების წინ წასაწევად. ამასთან, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა იმ ორმაგი სტანდარტებით იმართებოდა, საიდანაც გამოჩნდა, რომ ეს პარტია მეხუთე კოლონაა. ასევე, მივმართავთ პროკურატურას, გამოიძიოს ყველა ის საქმე, რომლებიც ჩვენ გავახმოვანეთ, გამოიძიოს ის საქმეები, რომლებზეც კითხვის ნიშნები არსებობს. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი არ მიიღებს მონაწილეობას ისეთ დემოკრატიულ პროცესში, როგორიც არის დაკითხვა, რადგან ის მშიშარაა“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






