თამარ ჩერგოლეიშვილი „ტაბულას“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო ჩივილს აპირებს
საზოგადოება - 18:12, 24 Mar, 2014     3002


კინოს სახლთან მომხდარი დაპირისპირებისას, ევრაზიული კავშირის მხარდამჭერებმა ტაბულას ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელი ჰკრეს.

"24 წელი ქვეყანას ანგრევდით, აღარ დაიღალეთ? ხელს იმიტომ გკრავ, რომ შენი ადგილი აქ არ არის, არ არის აქ შენი ადგილი", "შენ ქართველი არ ხარ, შენ ხარ მათხოვარი, გამყიდველი. თქვენ გვაყენებთ შეურაცხყოფას. მათხოვრებო თქვენ. დოლარებზე გაყიდულები ხართ და ხალხი არის გაუბედურებული. ჩემი ერი არის გაუბედურებული. გაათახსირეთ ჩემი ერი" - მიმართავდნენ ევრაზიული კავშირის მხარდამჭერები ტაბულას ჟურნალისტს.

ევრაზიული კავშირის კიდევ ერთმა მომხრე ქალბატონმა კი, ტაბულას ჟურნალისტს სტალინის ძეგლის აღების გამო მოსთხოვა პასუხი.

"რატომ აიღეთ სტალინის ძეგლი, რატომ არ მოხვედით გორში, სტალინის მემკვიდრე ვარ აქ მე ზუსტად, არ მჭირდება მე შენთან ჩაწერა, მე ჩორგოლეიშვილებს არ ვემსახურები" - უთხრა NATO-ს მოწინააღმდეგე აქციის მონაწილემ ჟურნალისტს.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არ უნდა გაწევრიანდეს, "რადგან NATO ემსახურება საქართველოს დაქცევას და განადგურებას" და "ამით უარესად გავაღიზიანებთ რუსეთს".

შეგახსენებთ, რომ დღეს კინოს სახლთან, ევრაზიული კავშირის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ფიზიკური დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისათვის, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მიზეზი კინოს სახლში, ევრაზიის ინსტიტუტის ორგანიზებით მოწყობილი NATO-ს საწინააღმდეგო ღონისძიება გახდა. მას რამდენიმე სასულიერო პირიც დაესწრო. ევრაზიის ინსტიტუტის ღონისძიების პარალელურად, საპროტესტო აქცია მოაწყვეს ევრაზიული კავშირის მოწინააღმდეგეებმა. მათ NATO-ს საწინააღმდეგო ღონისძიებაზე მისულ სასულიერო პირებს, მათ შორის, რუსთავის მიტროპოლიტ იოანეს იუდა უწოდეს და შენობაში შეძახილების ფონზე შეაცილეს. მიტროპოლიტის თქმით, 15 წლის წინ სერბეთის დამოუკიდებლობა შეილახა და მისი დანაწევრება მოხდა, რასაც არ იზიარებს და სწორედ ამის გამო მივიდა დღევანდელ ღონისძიებაზე.

კინოს სახლში, იუგოსლავიის დაბომბვისა და შემდგომი პერიოდის ამსახველი ვითარების შესახებ 30-წუთიანი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. დარბაზში მსხდომი აუდიტორია აგვისტოს ომში დაღუპულ რუს ჯარისკაცებს ფეხზე წამოუდგა. კინოს სახლში შეკრებილებს ევრაზიული ინსტიტუტის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ ალეკო კვახაძემ მოუწოდა, აგვისტოს ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცებისთვის ფეხზე წამოდგომით პატივი მიეგოთ. ამის შემდეგ კი, მათ გაშიფრულები უწოდა.

ფილმის ჩვენების შემდეგ, ევრაზიის ინსტიტუტის მხარდამჭერებმა კინოს სახლიდან NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მონაწილეები აქციაზე სხვადასხვა პლაკატით იმყოფებოდნენ, მათ შორის წარწერით: "NATO-ს რომ არ დაეშალა სერბეთი, არ დაიშლებოდა საქართველო", "NATO სეპარატიზმის მხარდამჭერია" და ა.შ.

წყარო: tabula.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42