საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ცენტრალურ ოფისსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროში შეხვედრები გამართა.
საუბრის ძირითადი თემა საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმა და რეგიონული განვითარების სტრატეგიები იყო. როგორც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრის მოადგილემ, ჰანს იოაჰიმ ფუხტელმა აღნიშნა, საქართველომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადადგა და ეს რეფორმა ქვეყანას პოზიტიურ ცვლილებებამდე მიიყვანს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გერმანიას აქტიური მხარდაჭერა შეუძლია გაუწიოს საქართველოს მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ და ინსტიტუციურ გაძლიერებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით ქართული მხარე ადგილობრივ მოხელეთა გადამზადების საკითხებზე იზრუნებს.
მასალის გამოყენების პირობები






