ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 43-ე შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 21:08, 21 Mar, 2014     1365
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 43-ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ღრმა შეშფოთება გამოთქვა და მკაცრად გააპროტესტა რუსეთის სამხედრო ვერტმფრენების მიერ 6 და 15 მარტს კასპის, გორისა და ქარელის რაიონებში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის პროვოკაციული ფაქტები, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში.
შეხვედრაზე საუბარი ქარელის რაიონის სოფლებში – ღოღეთსა და ატოცში მავთულხლართების უკანონო მონტაჟის შედეგად შექმნილ ვითარებას შეეხო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლებასა და საკუთარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებას მნიშვნელოვნად უზღუდავს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაციის და ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფელ ქარძმანის მოსწავლეებისთვის საჩხერის რაიონის სოფელ პერევში არსებულ საჯარო სკოლაში გადაადგილების საკითხები.გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი ოკუპირებულ ახალგორის რაიონში გადაადგილების კუთხით დაწესებულ რეგულაციებსაც შეეხო.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 28 აპრილს გაიმართება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42