ივანიშვილმა დანაპირები არ შეასრულა და რაგბის სტადიონის აშენებაზე უარი განაცხადა
საზოგადოება - 17:20, 21 Mar, 2014     2663
ბათუმში რაგბის სტადიონის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ფონდის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება:
„რაგბის სტადიონის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფით საკრებულო კანონს არღვევს“ - 2013 წელს ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრს გიორგი კირთაძეს ეკუთვნის, კირთაძემ მაშინ განმარტა, რომ მიწა რაგბის კავშირის საკუთრებაა, მას აჭარის მთავრობამ ფართი სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცა, აჭარის მთავრობამ კი ბათუმის საკრებულოს მიაკუთვნა.

საქართველოს რაგბის კავშირს 2014 წელის ივლისამდე სტადიონი უნდა აეშენებინა, დაფინანსება კი ქართუ ჯგუფს უნდა გამოეყო, მშენებლობა „ქართუ მენეჯმენტს“ უნდა ეწარმოებინა.
ბიძინა ივანიშვილი ხშირად ხაზს უსვამდა წინასაარჩევნო შეხვედრებზე, რომ ბათუმის რაგბის სტადიონი გამარჯვებისთანავე აშენდებოდა. თუმცა 1 ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილმა შეცვალა თავისი გეგმები და ირაკლი ღარიბაშვილს დაავალა სტადიონის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულიყო.
ჩვენი ინფორმაციით, ამ დღეებში ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში აპირებს ჩამოსვლას და რაგბის სტადიონის მშენებლობის დაწყების პრეზენტაციას.
ჩვენ ამ სტატიით გვინდა გამოვეხმაუროთ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრათ რომ წინა წლებში სტადიონის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისედაც იგეგმებოდა, როგორც რაგბის ასევე ფეხბურთის სტადიონის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ყველაფერს თან ერთვის ბათუმის რაგბის გუნდის წარუმატებლობაც, რაც აშკარად გამოჩნდა ირაკლი ჩავლეიშვილის (ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე) გუნდის პრეზიდენტად მოსვლის შემდგომ. ბათუმლების აზრით კარგი იქნება თუ რაგბის სტადიონს ივანიშვილის „ქართუ ჯგუფი“ ააშენებს და თავის დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს, ხოლო თანხა რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს სტადიონის ასაშენებლად სხვა სოციალურ პრობლემების მოგვარებას მოხმარდეს.
წყარო: benewsbatumi.com




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42