ირაკლი ღარიბაშვილმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
საზოგადოება - 13:25, 21 Mar, 2014     2035

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ადმინისტრაციამ გამწვანების კამპანია „მწვანე მომავალი“ დაიწყო, რომლის მიზანიც საქართველოში გამწვანების პროცესის ხელშეწყობა და ჯანსაღი გარემოს თემის პოპულარიზაციაა.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გამწვანების პროგრამის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით უნდა დაირგას და გაიხაროს მილიონმა ნერგმა.

კამპანიის ფარგლებში გასამწვანებელი პირველი ნაკვეთი თბილისი–მარნეულის ცენტრალურ გზატკეცილზე შეირჩა. ხეების დარგვის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მონაწილეობა ვაჟიშვილთან ერთად მიიღო.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ტყეზე ზრუნვა, გამწვანებაზე ფიქრი ყველა ადამიანის ვალია. მან ღონისძიებაზე დამსწრეთ ტყის საერთაშორისო დღე მიულოცა და გამწვანების მხრივ ქვეყანაში არსებულ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაზე ისაუბრა.

„წლების განმავლობაში ტყე უკონტროლოდ იჩეხებოდა, იჭრებოდა და გადიოდა ქვეყნიდან. ეს ქვეყნისთვის, ჩვენი ეკოლოგიისთვის სრულიად დამღუპველი პროცესია. ჩვენ ეს პროცესი სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ და გამოსწორება უნდა დავიწყოთ დაუყოვნებლივ... ამიტომ, გამოვედი ინიციატივით დავიწყოთ ხეების დარგვის კამპანია და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დიდ საქმეში,“–განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში შემუშავდება „გამწვანების რუკა“, რაც გულისხმობს გასამწვანებელი ადგილების აღწერილობასა და დამუშავებას.სატყეო დეპარტამენტის მეშვეობით მოხდება გასამწვანებელი ტერიტორიების იდენტიფიცირება, პატრონაჟის განსახორციელებელ ნაკვეთებად დაყოფა.გათვალისწინებულია გადაშენების პირას მყოფი ჯიშების ნერგთა გამოყვანა სანერგე მეურნეობებში და შესაბამის ადგილებზე გამწვანების ზოლში მათი გამრავლება. გამწვანების კამპანიაში სამთავრობო უწყებები, ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფების ჩაერთვებიან.

ხეების დარგვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42