ომბუდსმენი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას ითხოვს
საზოგადოება - 10:49, 21 Mar, 2014     2058

საქართველოს სახალხო დამცველი მიუწოდებს სახელმწიფოს განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი მიენიჭოთ.

ამასთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. 2012 წელს ეს დღე განათლების უფლებას, 2013 წელს შრომის უფლებას, ხოლო წელს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების საჭიროებებს, უფლებებსა და მათზე წვდომას ეძღვნება.

სამწუხაროდ, დაუნის სინდრომის მიმართ საქართველოში დღემდე არსებული ძლიერი სტიგმა, საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე და დაუნის სინდრომთან დაკავშრებული სამედიცინო პროტოკოლებისა და სახელმძღვანელო პრინციპების არარსებობა ხშირად განაპირობებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების არასათანადო სამედიცინო მეთვალყურეობას, მაღალია მათი მიტოვების რისკიც. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში. ხშირია შემთხვევები, როდესაც ირღვევა მათი განათლებისა და დასაქმების უფლებებიც.

არსებული კანონმდებლობით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ენიჭებათ არსებული თანმხლები დაავადების მიხედვით სასკოლო ასაკიდან, შესაბამისად ისინი ვერ სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი სოციალური ბენეფიტებით.

მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გააცნობიეროს არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევის აუცილებლობა, რომელიც იწვევს თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრების იზოლაციას. წელს მსოფლიო საზოგადოებამ ამ მიმართულებით ბრძოლის იარაღად „უთვალავი წინდის“ აქცია აირჩია, რომლის მიზანიც სწორედ საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა, რომ „ქრომოსომების განსხვავებული რაოდენობა“ არ არის დაავადება, არ არის გადამდები და არ შეიძლება ამ სიტყვის დამაკნინებელ კონტექსტში გამოყენება. „მზის შვილები“ ხომ ჩვენი მეგობრები არიან და „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუწოდებს სახელმწიფოს განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს დავადებისთანავე მიენიჭოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირებმა მიაღწიონ თავიანთი კანონიერი უფლებების დაცვას, რათა შესძლონ საზოგადოების ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობა“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42